ემინემის ახალი ტრეკი, Houdini, მსმენელმა კვირის რჩეულ ახალ ნამუშევრად დაასახელა

Billboard-ის გამოკითხვაში Houdini-მ ხმების 46% დაიმსახურა.
ფოტო: თიო ვარგო / Getty Images / The Rock and Roll Hall of Fame

2024 წლის ზაფხულს ემინემი ახალი ალბომით ბრუნდება. The Death of Slim Shady (Coup De Grâce) რეპერის მე-12 სტუდიური ჩანაწერი იქნება და მას არტისტი 4-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცემს. 31 მაისს ემინემმა დაანონსებული ალბომიდან პირველი სინგლი, Houdini წარადგინა. 

ტრეკი წარმატებული აღმოჩნდა და მსმენელების  გადაწყვეტილებით Billboard-ის გამოკითხვაში კვირის საუკეთესო ახალ ნამუშევრად დასახელდა. ემინემის ახალმა სინგლმა ხმების 46% დაიმსახურა.  

ემინემის ამ დროისათვის ბოლო სტუდიური ალბომი, Music to Be Murdered By, 2020 წელს გამოვიდა. Billboard 200-ის ჩარტში, რომელიც ალბომების რეიტინგს განსაზღვრავს, ნამუშევარი პირველ ადგილს იკავებდა. 

რაც შეეხება Houdini-ის, რეპერმა სინგლი კლიპთან ერთად გამოუშვა. ვიდეოში მონაწილეობენ პიტ დევიდსონი, Dr. Dre, 50 Cent, Snoop Dogg და სხვა ცნობილი სახეები. ემინემმა თავისი ახალი ალბომი მას შემდეგ დააანონსა, რაც ამერიკის ეროვნული ლიგის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, NFL Draft-ზე გამოჩნდა. ღონისძიება 2024 წელს სწორედ ემინემის მშობლიურ ქალაქში, დეტროიტში ჩატარდა. ალბომთან დაკავშირებული გეგმების ოფიციალურად გავრცელებამდე მედიაში რეპერის ახალი ნამუშევრის შესახებ ცნობები Dr. Dre-მ გაავრცელა, როდესაც მარტში ჯიმი კიტელის შოუს სტუმრობდა. 

ნახეთ ემინემის ახალი ტრეკი – Houdini და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ARCHIVE (c) TBILISI OPEN AIR / Shalika Studio

ბრიტანული ბენდის, ARCHIVE-ის ხმოვანი ნარატივი – Tbilisi Open Air-ზე

შემდეგი სტატია

6 ივნისს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი