ბილი აილიში აბაზანაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ფრენკ ოუშენის Solo-ს მღერის

მომღერალი კორეაში იმყოფება.
ბილი აილიში
Petros Studio

ბილი აილიში ტიკტოკზე აბაზანაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის ფრენკ ოუშენის სიმღერას Solo-ს ასრულებს. „კორეაში”, – წერს მომღერალი ვიდეოზე.

Solo შესულია ფრენკ ოუშენის მეორე ალბომში, სახელწოდებით Blonde. მიუხედავად იმისა, რომ სინგლის სახით არ გამოცემულა, სიმღერა Billboard Hot 100-ის 96-ე ადგილს იკავებდა. თავად Blonde კი 2016 წელს Billboard 200-ის ლიდერი გახდა და საბოლოოდ 386 კვირა გაატარა ჩარტში. 

რაც შეეხება ბილი აილიშს, მან წელს მესამე სტუდიური ალბომი Hit Me Hard and Soft გამოუშვა, რომელიც Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზე გავიდა და გახდა მომღერლის მესამე ალბომი, რომელიც მიყოლებით შევიდა ტოპ ათეულში. აილიში ასევე გახდა მესამე არტისტი, რომელმაც სპოტიფაიზე 100 მილიონ თვიურ მსმენელს მიაღწია (ტეილორ სვიფტისა და The Weeknd-ის შემდეგ). 

Solo-ს ეს ქავერი არ არის პირველი შემთხვევა, როცა აილიშმა ოუშენის კომპოზიცია იმღერა. 2017 წელს ფინეასთან ერთად მან Thinkin Bout You-ს ქავერიც შეასრულა.

ნახეთ ბილი აილიშის ვიდეო:

@billieeilish

in korea

♬ original sound – BILLIE EILISH
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა დონა სამერის წარმომადგენლობასთან Vultures 1-ში გამოყენებული სიმღერის საავტორო უფლებების საქმეზე შეთანხმებას მიაღწია 

შემდეგი სტატია

მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი M.I.A Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი