გარდაიცვალა ლიანა ისაკაძე

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე 78 წლის იყო.

ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში კი იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. 1981-1995 წლებში ისაკაძე იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. 

90-იანი წლებიდან ქართველი მევიოლინეს შემოქმედება გერმანიას დაუკავშირდა. 1990 წელს ისაკაძემ ქალაქ ინგოლშტადტში საქართველოს კამერული ორკესტრი ჩაიყვანა, რომელიც უკვე წლებია „ინგოლშტადტის კამერული ორკესტრის” სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს კი ამავე ქალაქში მან თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია დააარსა. 

1965 წლიდან ლიანა ისაკაძე გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. ის არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორის მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის მესამე ადგილისა და სიბელიუსის სახელობის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. 

ლიანა ისაკაძე იყო კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების” დამფუძნებელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარის ვიდეოკლიპი Not Like Us

შემდეგი სტატია

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი