ბილი აილიში და ფინეასი Hit Me Hard and Soft-ის გადაღების დროს შექმნილ კონფლიქტზე საუბრობენ

და-ძმა Youtube-ის ცნობილ შოუ Hot Ones Versus-ში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
Billie Eilish & Finneas

9 ივლისს ბილი აილიში და ფინეასი First We Feast-ის უახლეს ეპიზოდ Hot Ones Versus-ში გამოჩნდნენ, სადაც ერთმანეთს პიკანტური სანელებლებით გაჯერებული საკვების ჭამაში ეჯიბრებოდნენ და ყველაფერზე ღიად საუბრობდნენ. 

„ფინეასი ხშირად დადის ფეხშიშველი, ხანდახან ბინძურ ფეხზეც კი იცვამს ფეხსაცმელს. ალბომის შექმნისას სულ ვიღებდით და რეალურად კადრებში უმეტესად მისი ფეხები ჩანს, ვიდრე მე.“ –  ამბობს ბილი აილიში სიცილით.

ფინეასის თქმით, ალბომის ჩაწერის დროს ბილი აილიშთან კონფლიქტიც ჰქონდა: „ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე გრძელი და  დიდი კამათი ჩვენს შორის. შესაძლოა, ეს ჩვენი ცხოვრების გარდამავალი ეტაპიც იყო, როცა  ორივე ვცდილობდით გულწრფელები ვყოფილიყავით,  თუმცა იყო, მაგალითად, ისეთი რეპლიკებიც, როგორიცაა „შენ არ ხარ საკმარისად გულწრფელი და ნამდვილი“ და ასე შემდეგ“.

„ამ პროცესში ზედმეტად ეგოცენტრული ყოფისგან ბევრი რამ ვისწავლე.“ – დასძინა ფინეასმა.

შოუს განმავლობაში ბილი აილიში და ფინეასი რიგ-რიგობით პასუხობდნენ კითხვებს ბავშვობის შიშებისა და განცდების შესახებ. მათ Barbie-ის საუნდტრეკ What Was I Made For? -ზეც ისაუბრეს.

და-ძმამ მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობის დროს პირველად კონფლიქტზე მაისში Apple Music 1-ის წამყვან ზეინ ლოუსთან ისაუბრეს. ბილის ძალიან სურდა სიმღერების წერის დროს სესიებზე დასწრება, თუმცა ფინეასის თქმით ის ამას უფრო სხვა კუთხით უყურებდა, “ვგრძნობდი, რომ  ნამდვილად არ იზიარებდი შენს რეალურ გრძნობებს და გარშემო კედლებს იშენებდი, ეს რომ არ შეგხებოდა.“ – ამბობს ფინეასი.

ნახეთ ბილი აილიშის და ფინეასის ვიდეო Hot Ones Versus შოუში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

აუდიო-ვიზუალური ფესტივალი TKESHI ახალი სეზონით ბრუნდება

შემდეგი სტატია

ბობ დილანი 1974 წელი - ფოტო: ბარი ფაინშტაინი

ბობ დილანი ასობით გამოუქვეყნებელი სიმღერის კრებულს აანონსებს – 27-დისკიანი ბოქს-სეტი 20 სექტემბერს გამოვა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი