ემინემის ახალმა ალბომმა მსმენელების აღფრთოვანება გამოიწვია

რეპერმა ალბომი 12 ივლისს გამოსცა.
ფოტო: კევინ სი კოქსი/Getty Images

12 ივლისს ემინემმა დაპირებული ალბომი The Death of Slim Shady (Coup de Grâce) გამოსცა. ნამუშევარი 19 ტრეკს აერთიანებს და ის მალევე იქცა სოციალურ მედიაში ერთ-ერთ მთავარ განხილვის თემად. 

როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, LP იმდენად კარგია, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ფანები წერენ, რომ ემინემი დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო რეპერია, რომლის

ყველა ალბომი ჰიტი ხდება. “[ემინემმა] კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია,” – წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში. 

„მან ახლახან ბოლო ათწლეულის საუკეთესო ალბომი გამოსცა,” – ვკითხულობთ პოსტში. ამავე კომენტარის ავტორი აღნიშნავს, რომ ემინემთან შეჯიბრი შეუძლებელია.  

ალბომის The Death of Slim Shady (Coup de Grâce) გამოცემამდე ემინემმა 2020 წელს გამოუშვა LP Music to Be Murdered By. ბოლო ალბომის გამოსვლიდან საათების შემდეგ ფანებს უკვე საყვარელი სინგლებიც ამორჩეული ჰქონდათ – Tobey, Houdini, Somebody Save Me – ეს ის ნამუშევრებია, რომლებიც მსმენელები ხშირად განიხილავენ. 

მაგრამ ყველაზე საყვარელი ტრეკი მაინც Temporary აღმოჩნდა, რომელიც გამორჩეულად ემოციური ნამუშევარია. ტრეკი მოიცავს ემინემის ქალიშვილის, ჰეილის ძველ ჩანაწერებს და მასვე ეძღვნება. 

Temporary და Somebody Save Me ალბომის ყველაზე კონტრასტული სინგლებია. თუ დანარჩენი ტრეკები იუმორით და სარკაზმით არის გაჯერებული, ეს ორო ნამუშევარი ემოციური და მელანქოლიურია. ეს კონტრასტი მსმენელებისთვისაც შთამბეჭდავი იყო და აღნიშნეს, რომ 45-წუთიანი სიცილის შემდეგ ამ ტრეკებმა მათი ატირება შეძლო. 

ნახეთ რამდენიმე პოსტი, რომლითაც ფანები ემინემის ახალ ალბომს აფასებენ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kordz, Mechanical Rainbow და სტეფანე ერთობლივ ტრეკს აანონსებენ

შემდეგი სტატია

ფესტივალი „Art-გენი“ 2024 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი