Childish Gambino-ს უკანასკნელი ალბომი Bando Stone & The New World

ახალ LP-ში ჯორჯა სმიტი, ფლო მილი, სტივ ლეისი, Yeat და სხვა ცნობილი არტისტებიც მონაწილეობენ.
დონალდ გლოვერი 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: ალია ანდერსონი
დონალდ გლოვერი 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: ალია ანდერსონი

დონალდ გლოვერმა მუსიკალური პროექტის, Childish Gambino-ს ბოლო ალბომი Bando Stone & The New World გამოუშვა. ალბომში 17 ტრეკია გაერთიანებული და ის 19 ივლისიდან ყველა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

ახალ LP-ში სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები – ჯორჯა სმიტი, ფლო მილი, სტივ ლეისი, Yeat, Foushee, Amaara და სხვა ცნობილი არტისტებიც მონაწილეობენ.

კვირის დასაწყისში დონალდ გლოვერი  პოდკასტ Hot Ones-ში იმყოფებოდა, სადაც განმარტა, თუ რატომ  სურს სასცენო სახელ  Childish Gambino-ს დაემშვიდობოს.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ  Childish Gambino პერსონაჟი იყო, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უნდა დასრულებულიყო.  Childish Gambino თითქოს  „ბოსი“ იყო ოფისში, ასეთი რაღაცები 10 წლის წინ უფრო მუშაობდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა საკითხია. ალბათ ცოტა სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ეს მშვენიერია.“

 Childish Gambino-მ მომავალ ტურნეზეც ისაუბრა და გულშემატკივრებს მიმართა:

“ეს გულშემატკივრებისთვის ბოლო მზის ჩასვლას გავს, ეს თქვენთვის კეთდება. ჩემ ლაივ შოუზე თუ რომელიმე გულშემატკივარს იმედები გაუცრუვდება და წასვლას დააპირებს, მზად ვარ, ბილეთის საფასურიც ავუნაზღაურო. ეს არ არის ხუმრობა, შეიძლება ჩემმა ადვოკატებმა თქვან, რომ ვხუმრობ, თუმცა მე ნამდვილად არ ვხუმრობ.“ 

მსოფლიო ტურნე 2024 წლის 11 აგვისტოს ოკლაჰომა სიტიში დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

ახალი ალბომი  Bando Stone & The New World ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკიცაა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ნახეთ Childish Gambino-ს ბოლო ალბომი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეჰემ კოქსონი 2023 წელს Lucca Summer Festival-ზე Blur -ის კონცერტი. ფოტო: მაირო ცინკუეტი

Blur-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი To The End

შემდეგი სტატია

Cardi B პოდკასტის წამყვანის, ჯო ბადენის კრიტიკას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

„კარგი ტეილორ ... შენ გაიმარჯვე ... მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი