Cardi B პოდკასტის წამყვანის, ჯო ბადენის კრიტიკას გამოეხმაურა

ბადენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რეპერი ახალი ალბომის გამოცემას აღარ აპირებს.

მსმენელი Cardi B-ის მიერ დაანონსებულ ალბომს კვლავაც ელოდება. ალბომის გამოცემის გადადების გამო რეპერი პოდკასტის წამყვანმა ჯო ბადენმა გააკრიტიკა. ამ კრიტიკას Cardi B საჯაროდ სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

Cardi B-მ გაიხსენა დრო, როდესაც სტრიპტიზ კლუბში მოცეკვავედ მუშაობდა და გაამხილა, რომ ჯო ბადენი ამ კლუბის ხშირი სტუმარი იყო. რეპერმა ისიც საჯაროდ დაწერა, რომ მას უცეკვია კიდეც ბადენთან მაშინ, როცა წამყვანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. „ფაქტია, რომ შენ ჩემ შესახებ ყოველთვის ცუდად საუბრობ,”- აღნიშნა Cardi B-მ თავის პოსტში.

„ყოველ 5-6 თვეში ერთხელ სხვა ქალ არტისტებს მადარებ. მადარებ ძველ რეპერებს და ახალბედა არტისტებს. თუ ისინი ასე გიყვარს, მათ ალბომებს რატომ არ განიხილავ? შენ ისეთ არტისტებს მადარებ, რომელთა საუკეთესო ჩანაწერებს ჩემი ყველაზე ცუდი ნამუშევრები სჯობს. არც ერთი მათგანი არ მაინტერესებს,” – მიმართა ბადენს Cardi B-მ პოსტის მეშვეობით. როგორც რეპერი აღნიშნავს, ჯო ბადენი მისი ალბომის გამოსვლას იმიტომ ელოდება, რომ შემდეგ ის გააკრიტიკოს.

პოდკასტის გასულ ეპიზოდში ჯო ბადენმა გამოთქვა ვარაუდო, რომ Cardi B ახალი ალბომის გამოცემას აღარ აპირებს. „ჩვენ ახალ ალბომს არასდროს ვნახავთ. მე ამ აზრზე ვარ,”- განაცხადა ბადენმა. მისი ვარაუდით, რეპერი მომავალში მხოლოდ სინგლებს გამოუშვებს. ჯო ბადენმა სოციალური ქსელის მეშვეობით ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ქარდის მასთან სტრიპტიზ კლუბში არასდროს უცეკვია. ბადენმა ასევე პირობა დადო, რომ Cardi B-ის კარიერას თავის პოდკასტში არასდროს გააშუქებს.

6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Cardi B-მ ბოლო ალბომი Invasion of Privacy გამოსცა. ამ ალბომით მან გრემის ჯილდოც მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ გლოვერი 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: ალია ანდერსონი

Childish Gambino-ს უკანასკნელი ალბომი Bando Stone & The New World

შემდეგი სტატია

ჯეკ უაითი | ფოტო: დევიდ ჯეიმს სვანსონი

ჯეკ უაითმა ახალი ალბომი ფარულად გამოსცა და ის მხოლოდ ლეიბლ Third Man Records-ის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი