მუსიკოსები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ.
21 ივლისს, როცა დონალდ ტრამპთან დებატებიდან ერთი კვირა იყო გასული, ჯო ბაიდენმა ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის. ის წყვეტს კამპანიას და არჩევნებამდე სრულად ფოკუსირდება თავისი მოვალეობების შესრულებაზე.
„ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, რომ თქვენი პრეზიდენტის ამპლუაში მემსახურა,”- მიმართავს ამერიკელებს 81 წლის ჯო ბაიდენი. ამის შემდეგ მან პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის რანგში თავისი რჩეულიც დაასახელა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
ბოლო პერიოდში ჯო ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. მას თავისი პარტიის არაერთი ლიდერი ურჩევდა, რომ კანდიდატურა მოეხსნა, თუმცა ჯო ბაიდენი თავდაპირველად მათ რჩევას არ იზიარებდა. პარალელურად, გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები თითქმის არ არსებობდა.
ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლითაც უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ის თავის კანდიდატურას ხსნის, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანო გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ ცნობილი პერსონები: ბარბრა სტრეიზანდი, Cardi B, შერი, ლიზო და სხვები.
„ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ეტაპზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,” – განაცხადა ბაიდენის მხარდამჭერმა სტრეიზანდმა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დემოკრატიის განვითარებისათვის ბევრი რამ გააკეთა.
„გითხარით, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატების კანდიდატი კამალა იქნებოდა,” – წერს Cardi B სოციალურ ქსელ X-ზე. შერმა კი აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ბრძნული ნაბიჯი იყო. გარდა შერისა, ჯო ბაიდენისადმი პატივისცემა სხვა ვარსკვლავებმაც გამოხატეს.
იხილეთ პოსტები, რომლებითაც ცნობილი ადამიანები ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან:
Joe Biden will go down in history as a man who accomplished significant achievements in his 4 year term. We should be grateful for his upholding of our democracy.
— Barbra Streisand (@BarbraStreisand) July 21, 2024
AHAHAHAHA LETS GOOOOO I TOLD YALLL KAMALA WAS SUPPOSED TO BE THE 2024 candidate…..STOP FCKIN PLAYIN WITH ME !!!!!!! https://t.co/IAJO5yo79r
— Cardi B (@iamcardib) July 21, 2024
In my heart im tortured, Because I Don’t believe the Democrats Can win the Presidency With”Pres Biden” “Joe”whom I’ve Loved since we met in 2008.I
— Cher (@cher) July 21, 2024
Campaigned for him I believe ITS TIME 2 PASS THE BATON. TIME 4 DEMS 2 THINK “ WAY” OUTSIDE THE BOX. MAYBE EVEN A SPLIT TICKET
In my heart im tortured, Because I Don’t believe the Democrats Can win the Presidency With”Pres Biden” “Joe”whom I’ve Loved since we met in 2008.I
— Cher (@cher) July 21, 2024
Campaigned for him I believe ITS TIME 2 PASS THE BATON. TIME 4 DEMS 2 THINK “ WAY” OUTSIDE THE BOX. MAYBE EVEN A SPLIT TICKET
I am so excited at the idea of racist misogynistic Trump losing to a black woman.
— moby XⓋX (@thelittleidiot) July 21, 2024