LOUDspeakers ახალ სიმღერას აქვეყნებს

Breathe Deeper მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზეა.
LOUDspeakers
LOUDspeakers

Breathe Deeper – ასე ჰქვია LOUDspeakers-ის სიმღერას, რომელიც ჯგუფმა მსმენელს სულ ახლახან წარუდგინა. კომპოზიციის სახელწოდება პირდაპირ ეხმიანება სიმღერის მთავარ იდეას – მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers-ის სოლისტი:

„ეს სიმღერა იმ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზეა, რომელიც დღეს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. პანდემიის დროს კარგად გამოჩნდა, რამდენად ცუდი გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე. როგორც კი სახლში გამოკეტვა მოგვიწია, მაშინვე გაიწმინდა ჰაერი და დელფინებიც კი გამოჩნდნენ სანაპიროებთან. სხვათა შორის, ეს ფაქტი სიმღერის მისამღერშიცაა. 

არ ვიცით, როდემდე გვექნება სუფთა ჰაერი, ამიტომ სანამ გვაქვს, ღრმად უნდა ვისუნთქოთ ის. ამასთან ერთად კი უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად შემცირდეს და დედამიწა ეკოლოგიურ კატასტროფას გადაურჩეს.”

ჯგუფი ამჟამად კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელთა გამოცემასაც შემოდგომაზე EP-ის სახით გეგმავს.

მოუსმინეთ სიმღერას Breathe Deeper:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომი და მისი შემოქმედებითი გზა ჯაზ-სცენაზე

შემდეგი სტატია

Charli XCX-ის ახალი ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს ჩარტების პოტენციური ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი