SZA ცოტა ხნით მუსიკალურ მოღვაწეობას წყვეტს

„გუშინ ჩემი ბოლო გამოსვლა იყო, დროებით ვისვენებ.“ – წერს SZA X-ზე (ტვიტერზე).
SZA 2024 წელს Dreamville მუსიკალური ფესტივალის დროს. ფოტო: ასტრიდა ვალიგორსკი
SZA 2024 წელს Dreamville მუსიკალური ფესტივალის დროს. ფოტო: ასტრიდა ვალიგორსკი

R&B-ის მომღერალმა და კომპოზიტორმა 5 აგვისტოს, SZA-მ  მონრეალში Osheaga-ს ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ცოტა ხნით საკონცერტო გამოსვლებს წყვეტს.

„გუშინ ჩემი ბოლო გამოსვლა იყო, დროებით ვისვენებ.” – წერს SZA X-ზე (ტვიტერზე). 

SZA-ს 2023 წლიდან მსოფლიო ტურნეში SOS იმყოფება და ჯამში 63 შოუ აქვს გამართული. ბოლო გახმაურებული კონცერტები SZA-ს ჩიკაგოს Lollapalooza-სა და დიდი ბრიტანეთის Glastonbury-ის ფესტივალებზე ჰქონდა, მისი უკანასკნელი გამოსვლა კი Osheaga-ში გაიმართა.

მიუხედავად კონცერტების შეწყვეტისა SZA-ს გულშემატკივრები ახალი სიმღერების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდნენ. Lollapalooza-ში გამართული კონცერტის დროს არტისტმა ერთი გამოუქვეყნებელი სიმღერა, Cry Baby შეასრულა.

მუსიკოსმა ასევე ახალი პროექტი დააანონსა, რომლის სახელწოდებაა Lana:

„ახალი პროექტი Lana ჩემგან მეტ დროს იმსახურებს, ეს არის პროექტი, რომლის მსგავსიც აქამდე არ მოგისმენიათ“ – წერდა არტისტი X-ზე.

SZA-მ ასევე  Paramore-თან პოტენციურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა, ცოტა ხნის წინ კი თანამემამულე არტისტის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და Lollapalooza-ზე ჩაპელ როანის გამოსვლა განსაკუთრებულად აღნიშნა.

„იგი მაიძულებს, მუდმივად გავაგრძელო ახალი მუსიკის მოსმენა“ – წერდა SZA.

SZA-ს მეორე ალბომი, რომლის სახელწოდებაა, SOS 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა, ხოლო სინგლმა Kill Bill 2023 წლის აპრილში ბილბორდ 100-ში პირველი ადგილი დაიკავა და მომღრალი, როგორც სოლო შემსრულებელი, ჩარტების ლიდერად დასახელდა. სიმღერამ ტოპ ათეულში რამდენიმე კვირა დაყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli XCX-ის ახალი ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს ჩარტების პოტენციური ლიდერია

შემდეგი სტატია

მუსიკალური საღამოები Iveria Beach-ზე: Mastercard წარმოგიდგენთ Esa’s Afro-Synth Band-ის და Machaidze-ს ლაივს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი