თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ რობერტ ვილსონს უმასპინძლებს

შეხვედრა 18 სექტემბერს „თეატრ სახელოსნო 42-ში” გაიმართება.
რობერტ ვილსონი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს თეატრისა და ოპერის ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობერტ ვილსონი ეწვევა. ვილსონი მაყურებელთან და პროფესიონალებთან შეხვედრას 18 სექტემბერს „თეატრ სახელოსნო 42-ში” გამართავს. 

ვილსონის სპექტაკლები გამოირჩევა ექსპერიმენტებით, სხეულის ენით, სცენოგრაფიითა და განათებით. რეჟისორი ასევე ცნობილია მისი ხანგრძლივი დადგმებით. მაგალითისთვის, ოპერა სახელწოდებით The Life and Times of Joseph Stalin 12 საათი მიმდინარეობდა. ხოლო წარმოდგენა KA MOUNTain and GUARDenia Terrace, რომელიც რეჟისორმა ირანში, ერთ-ერთ მთაზე გამართა, 7 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. „ექსპერიმენტული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სცენაზე დროისა და სივრცის ნამდვილი მკვლევარი,” – ასე უწოდებს ვილსონს გამოცემა New York Times.

თამუნა ლალიაშვილი – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

„რობერტ ვილსონის სტუმრობა ფესტივალისთვის დიდი პატივია. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მისი სხვადასხვა სპექტაკლის ჩამოტანასთან დაკავშირებით და, როგორც იქნა, წელს რობერტ ვილსონის „ქარიშხალი” ფესტივალის მონაწილე იქნება. 18 სექტემბერს კი, 13:00 საათზე, „თეატრ სახელოსნო 42-ში” რეჟისორთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება და შედგება საუბარი როგორც სპექტაკლის, ასევე ზოგადად მისი შემოქმედების ირგვლივ. მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგან მაყურებელს სპექტაკლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა აქვს, პირადად შეხვდეს ლეგენდარულ რეჟისორს და დაუსვას კითხვები.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალური საღამოები Iveria Beach-ზე: Mastercard წარმოგიდგენთ Esa’s Afro-Synth Band-ის და Machaidze-ს ლაივს

შემდეგი სტატია

ვისკონსინში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე Bon Iver დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი