დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard
Dua Lipa – 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი
Christopher Polk/Billboard

Coachella-ს მთავარი გამომსვლელები დუა ლიპა, SZA და Tame Impala იქნებიან –  ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა 11 ნოემბერს განაცხადეს.

ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობას ასევე იღებენ: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla  და სხვა მრავალი არტისტი. 

ჰიტ Kill Bill-ის შემსრულებელი SZA ფესტივალის სცენაზე ადრეც გამოსულა – 2016 და 2018 წლებში. 2026 წელს კი არტისტი ჯასტინ ბიბერის გამოსვლის დროს სცენაზე სტუმრის სტატუსითაც გამოჩნდა. Coachella-ს გამოცდილი მონაწილეა Tame Impala-ს შემოქმედებითი ლიდერი კევინ პარკერიც, რომელმაც წინა წლებში, ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, 2019 წელს ჰედლაინერის სტატუსი მოირგო.

დუა ლიპა კი, რომლის 2024 წლის ალბომის, Radical Optimism-ის არაერთ კომპოზიციაზე პროდიუსერად Tame Impala-ს  კევინ პარკერი მუშაობდა, Coachella-ს სცენაზე ჯერ არ წარმდგარა. 2017 წელს მომღერალი ფესტივალზე მხოლოდ ერთხელ მიწვეული არტისტის ამპლუაში – Martin Garrix-ის გამოსვლის დროს გამოჩნდა. 2024 წელს გამოცემული Radical Optimism Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. 

Coachella 2027 უქმე დღეებზე 9-11 აპრილს, მეორე კი 16-18 აპრილს გაიმართება. ბილეთებისა და სპეციალური პაკეტების შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ხოლო მათ, ვინც ბილეთების შეძენას ვერ შეძლებს, ფესტივალის პირდაპირ ეთერში ყურება კვლავ ონლაინ შეეძლებათ. YouTube ზედიზედ მე-15 წელია, Coachella-ს ორივე უქმე დღის ექსკლუზიური ტრანსლაციის პარტნიორია.

2027 წლის ჰედლაინერების ოფიციალურ გამოცხადებამდე აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ ფესტივალის მთავარი არტისტები დუა ლიპა და Tame Impala იქნებოდნენ. მათი გამოსვლა კალიფორნიის უდაბნოში გამართულ ფესტივალზე 2026 წლის ღონისძიებას მოჰყვება, რომლის ჰედლაინერებიც ჯასტინ ბიბერი, საბრინა კარპენტერი და Karol G იყვნენ. გასულ წელს Coachella-ს სცენაზე ასევე წარდგნენ KATSEYE, sombr, The XX, Disclosure, Teddy Swims, Devo, The Strokes, GIVĒON, ედისონ რეი, Labrinth, დევიდ ბირნი, PinkPantheress, Laufey და სხვა არტისტები.

2025 წელს კი ფესტივალის მთავარი არტისტები იყვნენ: Lady Gaga, Green Day, Post Malone და ტრევის სკოტი. იმავე წლის ლაინაფში ასევე შედიოდნენ Missy Elliott, Benson Boone, LISA, FKA Twigs, GloRilla, Tyla, Artemas, Charli xcx, Anitta, Clairo, ENHYPEN, Jimmy Eat World, T-Pain, Megan Thee Stallion, Zedd, JENNIE, Beabadoobee, Ty Dolla $ign, Rema, Shaboozey და სხვები.

ფესტივალის ბილეთების გაყიდვა 13 ნოემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს coachella.com და ნახეთ შემსრულებელთა სრული სია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი