Tbilisi Open Air-ის ზამთრის ფესტივალი 2027 წელს გუდაურში ბრუნდება

ფესტივალის ლაინაფისა და ბილეთების შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდება ცნობილი.
Tbilisi Open Air Winter Edition 2027
Tbilisi Open Air Winter Edition 2027

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ზამთრის სეზონის მეორე გამოშვებას აანონსებს. Tbilisi Open Air-ის ახალი პროექტი  Tbilisi Open Air: Winter Edition 2027 წელს, გუდაურში, 6 და 7 მარტს მეორედ გაიმართება. 

ზამთრის ფესტივალის წარმატებული დებიუტი 2026 წლის 28 თებერვალს შედგა. სადებიუტო წელსვე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ზამთრის გამოშვება, ზაფხულის ტრადიციული ფესტივალის მსგავსად, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ზამთრის სეზონის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

Tbilisi Open Air: Winter Edition 2027-ის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს:

„ზამთარში ისევ გუდაურში შევხვდებით ❄️ Tbilisi Open Air Winter Edition მეორე გამოშვება • 6-7 მარტი, 2027. ლაინაფი და ბილეთები – იანვარში“.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამისა და მონაწილე არტისტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების პროგრამის, არტისტების სრული ლაინაფისა და ბილეთების გაყიდვის შესახებ დეტალები იანვარში გამოქვეყნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„შინ” დაბრუნება და ორი იბერია რუსთაველის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი