ვისკონსინში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე Bon Iver დაუკრავს

აღსანიშნავია, რომ ვისკონსინი სწორედ ის შტატია, სადაც Bon Iver ჩამოყალიბდა.
Bon Iver Graham Tolbert & Crystal Quinn

კამალა ჰარისს, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. ის შტატების მასშტაბით ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი უახლესი შეხვედრა ვისკონსინში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიის წინაშე სპეციალური მუსიკალური ნომრით Bon Iver წარდგება. 

აღსანიშნავია, რომ ვისკონსინი სწორედ ის შტატია, სადაც გრემის ორგზის მფლობელი ბენდი ჩამოყალიბდა და ეს გამოსვლაც სიმბოლურო მნიშვნელობის მატარებელია. Bon Iver აუდიტორიის წინაშე 7 აგვისტოს წარდგება. 

Bon Iver მშობლური შტატის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე ხშირად გამოდის. ბენდი ყოველ წელს მონაწილეობს მუსიკალურ ფესტივალ Eaux Claires-ზე, რომელიც სწორედ ვისკონსინში ტარდება. Bon Iver ასევე ხშირად მონაწილეობს სამოქალაქო აქტივისტურ პროექტებში. მაგალითად, 2022 წელს მუსიკალური კოლექტივი მხარს უჭერდა მოძრაობას, რომელიც ვისკონსინის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვისაკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება კამალა ჰარისს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისათვის ეს ვისკონსინში მე-10 სამუშაო ვიზიტია. 

კამალა ჰარისი მხარდამჭერების მობილიზებისათვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, მათ შორის TikTok-ს. ვიდეოების შინაარსიდან და მათი საუნდტრეკებიდან გამომდინარე, მუსიკა კამალა ჰარისის კამპანიის მნიშვნელოვანი თანმდევი დეტალი გახდა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა მის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა, კამალა ჰარისმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბიონსეს 2016 წლის სიმღერა Freedom ჟღერს. Მოგვიანებით კი, 30 ივლისს, ატლანტაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ჰარისის მხარდასაჭერად მუსიკალური ნომერი რეპერმა Megan Thee Stallion-მა შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ რობერტ ვილსონს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ 2024 წლის სეზონს ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი