ჯონ ლეჯენდმა ახალი სინგლი გამოსცა

სიმღერა მუსიკოსის ახალ ალბომ My Favorite Dream-ში შედის, სინგლის ყდა კი მომღერლის ქალიშვილმა, 8 წლის ლუნამ შექმნა.

ჯონ ლეჯენდის ახალ სინგლში L-O-V-E მისი ოჯახის წევრები – მეუღლე კრისი ტრეიგენი და ორი შვილი მონაწილეობენ. 

9 აგვისტოს ჯონ ლეჯენდის მიერ გამოცემული სინგლის ყდა მუსიკოსის შვილის, 8 წლის ლუნას მიერ არის ილუსტრირებული.

„განსაკუთრებული მადლობა არტისტ ლუნას მისი ლამაზი ნამუშევრისთვის”, – წერს ჯონ ლეჯენდი ინსტაგრამზე.

საბავშვო ალბომი – იავნანას კრებული  My Favorite Dream  ჯონ ლეჯენდის ორიგინალური პროექტია, რომელიც ცხრა კომპოზიციას აერთიანებს. ალბომში ასევე შედის ქავერ სიმღერები – Three Little Birds და You Are My Sunshine. 

როდესაც 2023 წელს ჯონ ლეჯენდს მეოთხე შვილი, რენი შეეძინა, არტისტმა თქვა, რომ სწორედ ბავშებმა მისცეს შთაგონება და მოტივაცია, იავნანას კრებული გამოეცა. „მე და კრისს გვიყვარს, როცა შვილებს ვუმღერით, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ამას, ჩვენს სახლში ზოგადად მუსიკა, მუსიკით ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.”

„როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე, გადავწყვიტე, სრულიად ახალი საბავშო ალბომი დამეწერა. ეს უბრალოდ გამოწვევად მივიღე. მინდოდა ორიგინალური საბავშვო სიმღერბი დამეწერა, რომლებიც მსურს ჩემმა შვილებმაც ისმინონ, გვსურდა ეს სიმღერები

მსოფლიოში ყველა მშობელისთვის და ბავშვისთვის გაგვეზიარებინა.” – ამბობს ჯონ ლეჯენდი.

ალბომი My Favorite Dream  30 აგვისტოს გამოვა, მანამდე კი მოისმინეთ სინგლი L-O-V-E ჯონ ლეჯენდის ოჯახის წევრების მონაწილეობით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტი პარიზის სასტუმროში დაცვის თანამშრომელზე სავარაუდო თავდასხმის გამო დააკავეს

შემდეგი სტატია

აგვისტოს ომის დროს დაწერილი ნაწარმოები – ბიბი კვაჭაძე 16 წლის წინ შექმნილ კომპოზიციას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი