Tinariwen – გრემის მფლობელი ჯგუფი საჰარიდან თბილისს ეწვევა

მუსიკალური კოლექტივი კონცერტს 21 სექტემბერს „მონო ჰოლში” Seahorse Promotion-ის ორგანიზებით გამართავს.
Tinariwen

21 სექტემბერს თბილისს მუსიკალური კოლექტივი Tinariwen ეწვევა. ტუარეგების ჯგუფი საჰარიდან, Seahorse Promotion-ის ორგანიზებით, კონცერტს „მონო ჰოლში” გამართავს. 

Tinariwen-ის ისტორიაც იმავე გზას მიჰყვება, რომლის გავლაც თავად ტუარეგ ხალხს მუდმივ გადასახლებებს, აჯანყებებსა და ბრძოლებს შორის უწევთ.

ჯგუფი 1979 წელს ტამარასენტში დაარსდა და თავდაპირველად სწორედ გადასახლებულ ტუარეგთა წვეულებებზე უკრავდნენ. მათი სიმღერები პირდაპირ ეხებოდა მათთვის მტკივნეულ თემებს: სახლის მონატრებას, გამოსახლებას და ა.შ.

ბენდს სახელი არ ჰქონდა. ხალხმა კი მათ Kel Tinariwen შეარქვა – ტამაშეკზე, ტუარეგთა მშობლიურ ენაზე – „უდაბნოს ადამიანები”.

ასე დაიწყო ჯგუფის შემოქმედებითი გზა, რომელსაც მუდმივად ახლდა სირთულეები: აჯანყებები, გადასახლება, ჯგუფის წევრების დაკავება და დევნა. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ არასდროს შეუწყვეტიათ მუსიკის კეთება და ნელ-ნელა Tinariwen-მა მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. 

„Tinariwen-ის მოსმენა სათლის ღრმა ჭაში ჩაშვებას ჰგავს,” – წერდა რობერტ პლანტი.

„რამდენიმე კომპოზიციაა, რომლებშიც ეს გიტარისტები საოცარ რიფებს უკრავენ. მე გადმოვიღე მათი სტილი და 10-წუთიან იმპროვიზაციას ვაკეთებდი. შემდეგ ვიწერდი ამ ბითებს იქამდე, სანამ არ დავიჭირე ის რაღაც, რასაც ისინი აკეთებენ,” – ტომ იორკი.

2005 წელს Tinariwen გახდა BBC-ის Award for World Music-ის მფლობელი. 2009 წელს კი ბენდმა გლასტონბერის ფესტივალზე დაუკრა. 

2010 წელს Tinariwen სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიაზე წარდგა. მართალია, მათ ალჟირის დროშის ქვეშ დაუკრეს, მაგრამ თავად თავს არც ალჟირს და არც მალის არ მიაკუთვნებენ. მათი თქმით, ისინი ტუარეგები არიან და იმ საზღვარს ეკუთვნიან, რომელიც ამ ორ ქვეყანას ყოფს, როგორც კოლონიალიზმის პროდუქტი.

2011 წელს ჯგუფმა მეხუთე ალბომი Tassili გამოსცა, რომელიც გრემის მფლობელი გახდა საუკეთესო მსოფლიო მუსიკის ალბომის კატეგორიაში. გრემიზე იყო წარდგენილი მათ მეშვიდე ალბომი Elwan და მერვე ალბომი Amadjar, რომელიც ასევე მომთაბარედ, უდაბნოში გაშლილ კარავში ჩაიწერა.

ამ ეტაპზე ჯგუფს 9 ალბომი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება ბლუზისა და როკის ნაზავია ტუარეგთა ტრადიციულ მუსიკასთან, რაც ცნობილია, როგორც უდაბნოს ბლუზი (desert blues). ამჟამად Tinariwen ევროპულ ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც „უდაბნოს ადამიანები” პირველად თბილისსაც ეწვევიან. 

კონცერტი 21 სექტემბერს „მონო ჰოლში” გაიმართება. საღამოს ალექსანდრე ხარანაული და მისი ბენდი გახსნის. 

Tinariwen-ის კონცერტი Seahorse Promotion-ის პირველი პროექტია. კომპანია 2024 წელს ესპანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაფუძნდა. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საერთაშორისო არტისტებთანაც, რომელთაც ქართველი მსმენელი უახლოეს მომავალში იხილავს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალენ დელონი - „სამურაი“ (1967 წლის ფილმი)

ევროპული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Dr. Dre და Snoop Dogg, 2024 წლის 19 მარტი, ფოტო: რენდი ჰოლმსი

Snoop Dogg  პოლ მაკარტნისთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი