MEME-ს და Denivarlevi-ს ერთობლივი სიმღერა I HEAR YOU CALLING MY NAME 25 აგვისტოს გამოვა

„ჩემთვის ეს ტრეკი ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ მადლიერებას და სიხარულს, რომელსაც მე და ლევანი ვგრძნობდით, როცა ამ ალბომს ვამთავრებდით.“
MEME & Denivarlevi - ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება: ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია
MEME & Denivarlevi – ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება: ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია

მუსიკოსი მემე ჟორდანია, სასცენო სახელით MEME, და ჰიპ-ჰოპ არტისტი, პროდიუსერი და DJ ლევან ოქროპირიძე, A.K.A Denivarlevi, უკვე ერთი წელია ახალ ალბომზე მუშაობენ. სინგლი I HEAR YOU CALLING MY NAME სწორედ მომავალ ერთობლივ ალბომში შევა. ორწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ ეს MEME-სთვის პირველი მუსიკალური პროექტია. 

20 აგვისტოს MEME-მ და Denivarlevy-მ კოლაბორაციული პოსტით ინსტაგრამზე სიმღერა  I HEAR YOU CALLING MY NAME-ის თიზერ ვიდეო გაავრცელეს. ტრეკი მუსიკალურ პლატფორმებზე 25 აგვისტოს გამოვა.

MEME & Denivarlevi - ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია
MEME & Denivarlevi- ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება: ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია

MEME

„ეს სიმღერა არის ერთ-ერთი ტრეკი ჩვენი ახალი ალბომიდან, რომელზეც მე და ლევანი თითქმის ერთი წელია ვმუშაობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი სათქმელის გადმოცემა ამ ალბომში ინდივიდუალურად და ერთად, ამიტომაც კონცეპტუალური სახე აქვს ამ პროექტს. ალბომის იდეა მოიცავს ნოსტალგიას, მოგონებას და ცალმხრივ სიყვარულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოვიარე მე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალბომის მუშაობის პერიოდში იმ ადამიანთან მოვლენები პარალელურად ვითარდებოდა, ამიტომ კარგად ისახება სიმღერების პროგრესიაში,  როდის შემიყვარდა, როდის მიყვარდა და როდის გადამიყვარდა. 

მე და ლევანი ბოლო წელიწადნახევარია რაც დავმეგობრდით. ჩვენმა საერთო მეგობარმა გაგამ გადაწყვიტა, რომ ერთმანეთი უნდა გაგვეცნო, რადგან ორივე მუსიკას ვაკეთებდით და ორივე ვიყავით ისეთი ადამიანის ძიების პროცესში, რომელიც მუსიკალურად გაგვიგებდა. მახსოვს, პირველად რომ ვნახე ლევანი, მივხვდი, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომლის დახმარებითაც ჩემი ისტორიის მოყოლა შემეძლო.

ალბომში ვსაუბრობ ჩემ ძველ მუსიკალურ გამოცდილებებზე, მამაჩემის გარდაცვალებაზე, გლოვაზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, სექსზე და კიდევ უამრავ ემოციაზე, რომელიც საბოლოოდ ამ ერთ წელს მოიცავს. 

ამ სიმღერას ჰქვია I HEAR YOU CALLING MY NAME და ჩემთვის ეს ტრეკი ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ მადლიერებას და სიხარულს, რომელსაც მე და ლევანი ვგრძნობდით, როცა ამ ალბომს ვამთავრებდით. გარდა ჩემი პირადი რომანტიკული ასპექტებისა, სადაც კონკრეტული ადამიანისკენ არის მესიჯები მიმართული, ამ ტრეკში კარგად არის გადმოცემული ის, თუ რამდენად მადლიერები ვართ მე და ლევანი, რომ ყველაზე ნიჭიერი და კეთილი ადამიანები გვყავს გარშემო, რომლებიც ჩაერთნენ ამ ალბომის კეთების პროცესში.

ეს ალბომი არის ყველასი.”

25 აგვისტოს I HEAR YOU CALLING MY NAME-ის გამოსვლასთან ერთად სიმღრის მუსიკალური კლიპიც გამოვა, რომელზეც რეჟისორმა ელენე გომელაურმა იმუშავა, ალბომი კი კრეატიული განათლების სტუდია CES-ში ჩაიწერა:

„რაც შეეხება ვიდეოს, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი და ჩემი უნიჭიერესი მეგობარი ელენე გომელაური არის რეჟისორი და გადამღები. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ყველაზე კარგად ესმის ამ ალბომის და ძალიან გამიმართლა, რომ ისიც ამ პროექტის ნაწილია. ჩვენ ალბომი ჩავწერეთ CES-ში, რომელიც დაგვეხმარა ეს ოცნება რეალობად გვექცია. დიდი მადლობა სტიას, ქუჯის, ელენეს და მთელ CES ამისთვის.

მახსოვს, ვოკალებს როცა ვწერდით ალბომისთვის, 12 დღეში უნდა მოგვესწრო, რადგან მერე ვიკეთებდი ონკოლოგიურ ოპერაციას და ვეღარ შევძლებდი სიმღერას რამდენიმე თვე, ამას ასევე დაემთხვა რთული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ასე რომ ჩვენი გრაფიკი იყო ასეთი – დილით სამსახური, საღამოს აქციაზე დგომა, ღამე სტუდიაში მუშაობა დილამდე.

ვთვლი, რომ ნამდვილად არ დავზოგეთ თავი, მთელი გული და სული ჩავდეთ ამ სიმღერაში და ალბომში, და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები მუსიკას 2 წლის შემდეგ პირველად.“

დაელოდეთ 25 აგვისტოს და მოისმინეთ მემე ჟორდანიას და ლევან ოქროპირიძის ერთობლივი ნამუშევარი  I HEAR YOU CALLING MY NAME.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალიშა კისი - ფოტო: რამონ რივასი

ალიშა კისის სიმღერა No One არტისტის პირველი სოლო ჩანაწერია, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინება მოითხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი