Imagine Dragons-ის დრამერი დენიელ პლაცმანი ბენდს ტოვებს

მუსიკოსი კინომუსიკით ინტერესდება.
დენიელ პლაცმანი - Imagine Dragons-ის დრამერი, Lollapalooza-ს ფესტივალზე, 2018 წლის 24 მარტი სან-პაულუ, ბრაზილია. ფოტო: მაურისიო სანტანა
დენიელ პლაცმანი – Imagine Dragons-ის დრამერი, Lollapalooza-ს ფესტივალზე, 2018 წლის 24 მარტი სან-პაულუ, ბრაზილია. ფოტო: მაურისიო სანტანა

Imagine Dragons-ის დრამერმა დენიელ პლაცმანმა  21 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადა, რომ ბენდს ტოვებს, რათა კინომუსიკას და კომპოზიტორობას უფრო მეტი დრო დაუთმოს. 

„წარმოუდგენელი მოგზაურობის შემდეგ ამ საოცარ ბენდს, Imagine Dragons-ს ვემშვიდობები. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს თქვენი ურყევი მხარდაჭერისა და ჩემთან ერთად მუსიკით სიხარულის გაზიარებისთვის. მოხარული ვარ, რომ შევძლებ ჩემი პროექტების თქვენთვის გაზიარებას სამომავლოდ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი ამაზე – ჩემს უდიდეს მოწოდებაზე, რომელიც ფილმებისა და თამაშების მუსიკის ავტორობაა. გპირდებით, რომ თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ. ასე რომ, თვალი მადევნეთ.“

დენიელ პლაცმანი ათწლეულზე მეტია, რაც ბენდის წევრია. იგი Imagine Dragons 2011 წელს, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დამთავრებისთანავე შეუერთდა. ამავე წელს ჯგუფმა Interscope Records-თან კონტრაქტი გააფორმა.

Imagine Dragons-ს ახალი დრამერის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა და ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის” მეორე ნაწილში ცოცხლად მღერიან

შემდეგი სტატია

ბიონსემ დონალდ ტრამპს თავისი სიმღერის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი