Coldplay-მ ახალი სიმღერა We Pray გამოუშვა, სადაც  Little Simz, Burna Boy, Elyanna და TINI მონაწილეობენ

ჯგუფი ახალი ალბომის გამოცემას ოქტომბერში გეგმავს.
Coldplay Anna Lee
Coldplay
Anna Lee

Coldplay ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. 22 აგვისტოს კი ბენდმა ახალი სინგლი, We Pray გამოაქვეყნა, სადაც მუსიკოსები Little Simz, Burna Boy, Elyanna და TINI მონაწილეობენ.

ბენდი ამჟამად Spheres-ის მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც 2022 წლის მარტში დაიწყო. ბილბორდის Boxscore-ის მონაცემებით,  ტურის განმავლობაში Coldplay-მ 945,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 8,8 მილიონი ბილეთი გაყიდა, ეს კი  მას ბოლო 40 წლის განმავლობაში როკ-ჯგუფების ყველაზე მაღალშემოსავლიან და გაყიდვად ტურნედ აქცევს.

Coldplay  4 ოქტომბერს მეათე სტუდიური ალბომის, Moon Music-ის გამოსაცემად ემზადება. ალბომის პირველ სინგლს feelslikeimfallinginlove ჰქვია. აღსანიშნავია, რომ Coldplay-მ კრებულის გამოსაშვებად დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ნამუშევარი გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით სუფთა და ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტი ყოფილიყო.  

თითოეული 140-გრამიანი LP  ცხრა გადამუშავებული პლასტმასის ბოთლისგან არის შექმნილი, ხოლო CD ვერსია, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიოში პირველი EcoCD-ია, რომელიც 90% გადამუშავებული მასალისგან არის მიღებული.

მოისმინეთ Coldplay-ის ახალი სიმღერა We Pray:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძემ და ნიკალამ Jungle-ის კონცერტის გამხსნელი მუსიკალური აქტი შეასრულეს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ყალბი მხარდამჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის შემცველია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი