ტეილორ სვიფტის ყალბი მხარდამჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის შემცველია

მომღერალს მხარი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია.
ტეილორ სვიფტი
Neilson Barnard/Getty Images for The Recording Academy

დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის ანგარიშზე ტეილორ სვიფტის ყალბი ფოტოები გადააზიარა, თითქოსდა, მომღერალი მის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაება.

„ეს ფოტოები მე არ გამიკეთებია,” – თქვა ტრამპმა Fox-თან ინტერვიუში. „ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. Ხელოვნური ინტელექტი ძალიან საშიშია ამ კუთხით.” 

„ეს ჩემი მისამართითაც ხდება,” – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. „ისინი აკეთებენ ჩემს ვიდეოებს, სადაც „მალაპარაკებენ”. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აბსოლუტურად იდეალურად „ვსაუბრობ” და რაღაც პროდუქტებს „ვარეკლამებ”. ეს ნამდვილად საშიშია.”

წინა კვირას ტრამპმა თავის ანგარიშზე გადააზიარა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ფოტოები, რომლებშიც ტეილორ სვიფტი, თითქოსდა, მისი მხარდამჭერია. ფოტოებზე წარმოდგენილი არიან ტეილორ სვიფტის ფანები, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით Swifties for Trump. „სვიფტის გულშემატკივრები ტრამპისკენ არიან მას შემდეგ, რაც ISIS-მა ტეილორის კონცერტები ჩაშალა,” – ვკითხულობთ ფოტოზე. 

კიდევ ერთ ფოტოში ამერიკის დროშის ფონზე ამავე ფერებში ჩაცმული ტეილორ სვიფტია მესიჯით: „ტეილორს უნდა, რომ ხმა დონალდ ტრამპს მისცე.”

ტრამპმა აღნიშნული ფოტოები თავის სოციალურ გვერდზე გადააზიარა წარწერით: „ვეთანხმები!”

რეალურად, ამ ეტაპზე სვიფტს მხარი საპრეზიდენტო არჩევნების არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია. მანამდე, 2020 წელს, იგი მხარს ჯო ბაიდენს უჭერდა. 

ნახეთ ტრამპის ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay Anna Lee

Coldplay-მ ახალი სიმღერა We Pray გამოუშვა, სადაც  Little Simz, Burna Boy, Elyanna და TINI მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი