კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music
კაროლ ჯი და ანდრეა ბოჩელი
Decca Records / Sugar Music

ანდრეა ბოჩელიმ და  კაროლ ჯიმ დუეტი ჩაწერეს, რომლის სახელწოდებაა Vivo por Ella. სიმღერა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე 30 აგვისტოს, ლეიბლ Decca Records/Sugar Music-ის მეშვეობით გამოიცა. სინგლი ცნობილი იტალიელი ტენორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპოზიციის, Vivo Per Lei-ს ახლებური, ესპანურენოვანი ინტერპრეტაციაა. თავდაპირველ ვერსიაში ანდრეა ბოჩელისთან ესპანელმა მომღერალმა მარტა სანჩესმა ითანამშრომლა. სინგლი ბოჩელის მომავალ ალბომ Duets-ში შევა. ალბომის გამოშვება 25 ოქტომბერს იგეგმება და ის ანდრეა ბოჩელის მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

სინგლის ახალი ვერსია, 90-იან წლებში გამოშვებული სიმღერისგან განსხვავებით, უფრო სწრაფ ტემპშია. ტენორის მძლავრი ხმის ტემბრი კი სინთეზურად ერწყმის კოლუმბიელი სუპერვასკვლავის ძლიერ ვოკალს. სიმღერის პროდიუსერები დევიდ ფოსტერი და ელისი არიან.

„ამ სიმღერას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დიდი პატივია მისი ხელახლა წარმოჩენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და განსაკუთრებულ შემსრულებელ კაროლ ჯისთან. მისი მშვენიერი ხმა სიყვარულისა და მუსიკის მარადიული ზეიმის შექმნაში გეხმარება, რომელიც ახალ თაყვანისმცემლებს გამოავლენს და ახალ ჟღერადობას შესძენს თაობებს,” – თქვა ანდრეა ბოჩელიმ განცხადებაში.

კაროლ ჯიმ კი პრეს-რელიზში აღნიშნა:  „ანდრეა ბოჩელი თინეიჯერობისას აღმოვაჩინე. ჩემი კავშირი მის მუსიკასთან, ძლიერ ხმასა და მუსიკის შექმნის უნიკალურ გზასთან ძალიან დიდია. ამ სიმღერაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს არის სიმღერა, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. როდესაც სინგლზე მუშაობისთვის მიმიწვიეს, შეგრძნება მქონდა, თითქოს, სახლში დავბრუნდი. ეს არის სიმღერა, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს კარიერაში განსაკუთრებული რამ ხდება.”

სიმღერის ორიგინალმა ვერსიამ Vivo Per Lei მრავალ ქვეყანაში უდიდესი წარმატება მოიპოვა. 1995 წელს სინგლმა ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს მიაღწია.

ანდრეა ბოჩელის მომავალ დუეტების ალბომში 32 ტრეკი იქნება გაერთიანებული. ალბომში შევა კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ედ შრანი, სელინ დიონი, სარა ბრაიტმანი, დუა ლიპა, ჯენიფერ ლოპესი, ჯორჯა პავაროტი, ლუჩანო პავაროტი, შენაია ტვეინი, კრის სტეპლტონი, გვენ სტეფანი, მარკ ენტონი, ჰანს ზიმერი და სხვა.

Მოისმინეთ დუეტი და ნახეთ ალბომში შესული სიმღერების სია:

CD1

1. Time To Say Goodbye (სარა ბრაიტმანი)

2. Vivo Por Ella (კაროლ ჯი)

3. Quizás, Quizás, Quizás (ჯენიფერ ლოპესი)

4. Fall On Me (მატეო ბოჩელი)

5. Perfect Symphony (ედ შირანი)

6. Da stanotte in poi (შენაია ტვეინი)

7. Holding On (გვენ სტეფანი)

8. Il mare calmo della sera (კრის სტეპელტონი) 

9. The Prayer (სელინ დიონი)

10. La vie en rose (ედიტ პიაფი)

11. E più ti penso – ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში” (არიანა გრანდე)

12. If Only (დუა ლიპა)

13. Somos Novios (კრისტინა აგილერა)

14. Return To Love (ელი გოლდინგი)

15. Rimani qui (Elisa)

16. Vivo per lei (Giorgia)

CD2

1. Dare To Live (Vivere)  (ლაურა პაუზინი)

2. Can’t Help Falling In Love (Katharine McPhee)

3. Hallelujah (ვირჯინია ბოჩელი) 

4. Amazing Grace (ელისონ კრაუსი)

5. Moon River – ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან” (სოფია კარსონი)

6. Canto della terra (ლაურენ დიეგლე) 

7. La voce del silenzio (მარკ ანტონი) 

8. Canzoni stonate (სტივი უანდერი)

9. Un amore così grande (ვერონიკა ბერტი) 

10. Notte ‘e piscatore – (ლუჩიანო პავაროტი)

11. Io ci sarò (Lang Lang)

12. Pianissimo (სესილია ბარტოლი)

13. The Pearl Fishers Duet – (ბრინ ტერფელი) 

14. Bambina mia ricordati (ვირჯინია ბოჩელი)  

15. What Child Is This? (Mary J. Blige)

16. Time To Say Goodbye  (მატეო ბოჩელი, ჰანს ზიმერი)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree თბილისში 1-ელ სექტემბერს კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი
Blink-182-ის წევრები ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი, 2023 წლის 14 აპრილი ფოტო: მონიკა შიპერი / Getty Images

Blink-182-ის წევრი მარკ ჰოპუსი აუქციონზე ბენქსის იშვიათ ნამუშავარს გაიტანს

ნამუშევრის სავარაუდო ღირებულება 6.3 მილიონ დოლარამდეა, მარკ ჰოპუსის თქმით, გაყიდვიდან მიღებული თანხა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრებით დაზარალებულთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა
მეტი
Creams & Bako ფოტო: ათუ გელოვანი; ირმა მჭედლიშვილი

ქართველი არტისტების Creams-ისა და Bako-ს  ერთობლივი კონცერტი ნიუ-იორკში

„ქართველი ქალი არტისტების კონცერტების სერიის შექმნის იდეა შარშან გამიჩნდა, სერიის პირველი კონცერტი 16 მარტს, კლუბ Nublu-ში შედგება." - მარიამ შარვაშიძე
მეტი

SNL50, 2025 წლის გრემი და ოსკარის დაანონსებული დაჯილდოება ადასტურებს,  რომ 1960-იანი წლების მუსიკას კვლავაც დიდი გავლენა აქვს

როგორც აღმოჩნდა, ამერიკის წამყვან ტელეპროდიუსერებს სურთ, რაღაც საინტერესო იპოვონ ყველა თაობის მაყურებლისთვის. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი 1960-იანი წლების მუსიკის გავლენაა.
მეტი
Anana Kaye - Love is

Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Love is

“Love is არის პირველი რელიზი ჩვენი ახალი ალბომიდან Are You There? სიმღერა სიყვარულის უნივერსალურ და პარადოქსულ ბუნებას ეხება” - Anana Kaye
მეტი
კენდრიკ ლამარი და SZA სცენაზე Super Bowl LIX - ნახევარფინალურ შოუზე. 2025 წლის 9 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა. ჯეიმი სკუაირი / Getty Images

კენდრიკ ლამარმა და SZA-მ Super Bowl-ის შოუს შემდეგ Billboard 200-ის ჩარტში ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Super Bowl-ის შოუს ორი შემსრულებელი Billboard 200 ჩარტის პირველ და მეორე ადგილს იკავებს.
მეტი