როჯერ ო’დონელმა გაამხილა, რომ სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

„ცელიანი მკვლელი მიკაკუნებდა კარზე, მაგრამ პასუხი არ გავეცით.”
The Cure
Ebet Roberts/Redferns

ჯგუფ The Cure-ის კლავიშისტმა როჯერ ო’დონელმა გაამხილა, რომ 2023 წლის სექტემბერში იშვიათი და აგრესიული ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსმა თავისი გამოცდილება გამომწერებს სოციალურ ქსელში სისხლის კიბოს ცნობადობის თვის ფარგლებში გაუზიარა და მათ ადრეული დიაგნოსტირებისკენ მოუწოდა. 

„გასული წლის სექტემბერში ძალიან იშვიათი და აგრესიული ფორმის ლიმფომის დიაგნოზი დამისვეს. თვეების განმავლობაში სიმპტომებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ საბოლოოდ ექიმთან მივედი. ოპერაციის შემდეგ კი ბიოფსიის პასუხი გამანადგურებელი იყო,” – წერს ო’დონელი.

თითქმის ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, რაც მოიცავდა ქირურგიულ ჩარევას, იმუნოთერაპიასა და რადიოთერაპიას, მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ახლა კარგად ვარ და პროგნოზი შესანიშნავია. ცელიანი მკვლელი მიკაკუნებდა კარზე, მაგრამ პასუხი არ გავეცით.”

ო’დონელი პოსტში ადრეული დიაგნოსტირების აუცილებლობაზეც საუბრობს: „სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ თუ მას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენ, შანსები ბევრად დიდია. ასე რომ, ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, არის: წადით და შეემოწმეთ. მცირედი ეჭვიც თუ გაქვთ სიმპტომებზე, მიდით და შეამოწმეთ.”

„და ბოლოს, თუ ვინმეს იცნობთ, ვინც ავადაა, ესაუბრეთ მათ. ამ დროს თითოეული სიტყვა გეხმარება, მერწმუნეთ, ვიცი,” – წერს ო’დონელი.

ჯგუფმა The Cure სწორედ გასულ სექტემბერს დაასრულა მსოფლიო ტურნე Shows of a Lost World Tour. ბენდის გავლენა ალტერნატიულ როკზე უსაზღვროდ დიდია. 2019 წელს The Cure როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

შემდეგი სტატია

Dior-მა J’Adore-ის ახალი სახის, რიანას მონაწილეობით სუნამოს ვიდეოკამპანია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი