ჯასტინ ბიბერი და Mk.gee ახალ სიმღერაზე მუშაობენ

ჯასტინის ბოლო ალბომი Justice – 2021 წელს გამოვიდა
ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis
ჯასტინ ბიბერი
Evan Paterakis

ჯასტინ ბიბერი სამწლიანი პაუზის შემდეგ სტუდიას უბრუნდება. ცნობისთვის, მისი ბოლო ალბომი Justice 2021 წელს გამოვიდა. 

New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Mk.gee-მ განაცხადა, რომ ჯასტინ ბიბერთან სტუდიაში იმყოფებოდა და ახალ მუსიკაზე მუშაობენ: 

„ის მუდმივ ძიებაშია, ეს პოპ-მუსიკაა. ჯასტინთან ერთად თამამად შეგიძლია იყო კრეატიული, რადგან მას პოპ-მუსიკაში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.” – თქვა ინტერვიუს დროს  Mk.gee-მ.

ჯასტინ ბიბერმა მუსიკალური კარიერა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2022 წელს „რამსეი ჰანტის” სინდრომი დაუდგინეს. სინდრომმა  არტისტის სახის მარცხენა ნაწილის დამბლა გამოიწვია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯასტინ ბიბერმა მსოფლიო ტურნე გააუქმა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯასტინ ბიბერი გასტროლებს დაუბრუნდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო Rock in Rio-ს ფესტივალზე დაგეგმილ შოუზე უარის თქმა მოუწია. ჯასტინმა ამ მოტივით მუსიკალური პაუზა აიღო და 2023 წლის 25 მარტამდე ყველა დაგეგმილი შოუ გააუქმა.

კონცერტების გაუქმების შემდეგ ჯასტინ ბიბერმა მიწვეული არტისტის სახით რამდენიმე სინგლზე ითანამშრომლა, მათ შორის დონ ტოლივერთან სიმღერაზე Private Landing და SZA-სთან სიმღერაზე Snooze. ახლახან კი მისი ყურადღება სრულად ოჯახისკენ არის მიმართული: გასულ თვეს მას და ჰეილი ბიბერს პირველი შვილი, ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyla BREATHE ME Courtesy Photo

Tyla-ს ახალი მუსიკალური კლიპი Breathe Me

შემდეგი სტატია

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შადეს პირველი ახალი სიმღერა შევა ალბომში, რომელიც ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი