Tyla-ს ახალი მუსიკალური კლიპი Breathe Me

ახალი ვიდეოკლიპი შვიდი თვის წინ გამოსული სიმღერის, Truth or Dare-ის ერთგვარი გაგრძელებაა
Tyla BREATHE ME Courtesy Photo
Tyla BREATHE ME
Courtesy Photo

Tyla-ს ახალი მუსიკალური კლიპი, Breathe Me, 3 სექტემბერს გამოვიდა. Ეს არის არტისტის მიერ შვიდი თვის წინ გამქვეყნებული სიმღერის, Truth or Dare-ის ერთგვარი გაგრძელება.

ვიდეოკლიპში Tyla პარტნიორთან ერთად გვიან ღამით იაპონიის ქალაქ ოსაკაში კარაოკეს მღერის. კლიპის რეჟისორი ნაბილია, ვიდეო

კი შესაძლოა გასულ თვეს გადაიღეს, როდესაც Tyla იაპონიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ მუსიკალურ სავაჭრო ქსელ Tower Records Shibuya-სთან თანამშრომლობის შეთანხმებას აფორმებდა. ახალ ვიდეოკლიპში  Tower Records Shibuya-ს მერჩიც არის გამოყენებული.

სიმღერა Breathe Me არტისტის სადებიუტო ალბომშია შესული, რომელიც  Tyla-მ მარტში FAX-ისა და Epic Records-ის მეშვეობით გამოსცა. ალბომი ბილბორდ 200-ში შევიდა, R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში კი მერვე ადგილი დაიკავა.

Tyla 2024 წლის MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაზეა წარდგენილი. 2024 წლის BET Awards-ზე, ივნისში, არტისტს საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის ჯილდო უკვე აქვს მიღებული.

Მიმდინარე წლის დასაწყისში Tyla-მ ბილბორდში სამხრეთაფრიკული მუსიკალური ჟანრის წარმატება სიამაყით აღნიშნა: „ვამაყობ, რომ სამხრეთ აფრიკას აქვს მუსიკალური ჟანრი, რომელიც ხალხს ძალიან მოსწონს და ყურადღებას აქცევს. ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით  და იმით, თუ სადამდე მივიდა ჩვენი ხმა.”

ნახეთ  Tyla-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Breathe Me:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგას დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი ოქტომბერში გამოვა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis

ჯასტინ ბიბერი და Mk.gee ახალ სიმღერაზე მუშაობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი