ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
ბარაკ ობამა. ფოტო: Jacek Boczarski/Anadolu/Getty Images

როგორც აღმოჩნდა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა Charli XCX-ის ცნობილი ალბომის, Brat-ის აქტიური მსმენელია. გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ობამამ ტრადიცია არ დაარღვია და ყოველწლიური საზაფხულო ფლეილისტი წარადგინა, მისი მუსიკალური სიყვარული Charli XCX-ის მიმართ საჯაროდ გახდა ცნობილი. პოდკასტში I’ve Had It სტუმრობისას ობამამ ბრიტანელ არტისტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Brat არაჩვეულებრივი ალბომია. 

„მეკითხებიან, მართლა ვუსმენ, თუ არა ამ მუსიკას,” – აღნიშნა ბარაკ ობამამ. „როგორც ადრეც განმიცხადებია, დიახ, ნამდვილად ვუსმენ. Charli XCX- მა იცის, რასაც აკეთებს.”

ობამამ საზაფხულო ფლეილისტი 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. სიმღერების ჩამონათვალში არის  ბილი აილიშის Chihiro, ბიონსეს Texas Hold ‘Em, GloRilla-სა და Megan Thee Stallion-ის Wanna Be, 2Pac-ის How Do U Want It და სხვა ჟანრობრივად განსხვავებული ტრეკები. 

ობამას გამოხმაურებასა და კამალა ჰარისის კამპანიისთვის Brat-ის გამოყენებას თუ გავითვალისწინებთ, Charli XCX ამერიკულ პოლიტიკას გაცილებით უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა, ვიდრე ამას ალბათ თავად ელოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაიდენის მხარდაჭერით კამალა ჰარისი პოტენციურ  საპრეზიდენტო კანდიდატად იქცა, ჰარისის X-ის ანგარიში Brat-ის თემებით გაფორმდა. 

Charli XCX-მა ჟურნალ Vulture-თან თავისი მუსიკის აქტუალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასდროს უფიქრია, თუ ოდესმე პოლიტიკასთან ასოცირებული არტისტი გახდებოდა. „მე ბობ დილანი არა ვარ და თავი ასეთად არც არასდროს გამისაღებია. . . ჩემი მუსიკა პოლიტიკური არ არის. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემ ხელოვნებას უკავშირდება. ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, ვიცვამ, ვფიქრობ, რითაც სიამოვნებას ვიღებ – ეს ყველაფერი ჩემ ხელოვნებასთან არის კავშირში. პოლიტიკა არ კვებავს ჩემ ხელოვნებას,” – განმარტა არტისტმა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ბარაკ ობამა Charli XCX-ზე და მის ნამუშევარზე საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Halsey 2024 წლის 8 აგვისტოს Sziget-ის ფესტივალზე, ბუდაპეშტში. Joseph Okpako/WireImage

Halsey 90-იანი წლებით შთაგონებულ სინგლ Ego-ს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი