Halsey 90-იანი წლებით შთაგონებულ სინგლ Ego-ს აქვეყნებს

ეს ალბომ The Great Impersonator-ის მეოთხე სინგლია, რომელიც 25 ოქტომბერს გამოვა
Halsey 2024 წლის 8 აგვისტოს Sziget-ის ფესტივალზე, ბუდაპეშტში. Joseph Okpako/WireImage
Halsey 2024 წლის 8 აგვისტოს Sziget-ის ფესტივალზე, ბუდაპეშტში.
Joseph Okpako/WireImage

ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Halsey-მ 6 სექტემბერს ახალი სინგლი გამოსცა, რომლის სახელწოდებაა Ego. სინგლი მომავალი კონცეფციური ალბომის, The Great Impersonator-ის მეოთხე კომპოზიციაა, რომელსაც 90-იანი წლების ელფერი დაკრავს. სიმღერა არტისტმა პირველად 14 აგვისტოს, ლონდონში  გამოსვლისას  გააჟღერა.

სანამ აუდიტორია ცოცხლად მოისმენდა სიმღერას, Halsey-მ ხალხს მიმართა: „ორი დღეა, რაც ახალი სიმღერის თიზერი გამოვაქვეყნეთ, თქვენ კი იქნებით პირველნი, ვინც ამ სიმღერას მოისმენს.” 

Halsey-ს ახალი სინგლი Ego  მომავალ ალბომ The Great Impersonator-ში შევა, რომელიც 25 ოქტომბერს გამოვა. 

„ეს ჩანაწერი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ სივრცეს ქმნის, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა მის მიღებას ველი.” – თქვა მუსიკოსმა ალბომის შესახებ.

The Great Impersonator Halsey-ის მეხუთე სტუდიური ალბომია, მანამდე კი არტისტს 2021 წელს ალბომი If I Can’t Have Love, I Want Power აქვს გამოცემული, რომელმაც ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა.

მოისმინეთ Halsey-ს ახალი სინგლი Ego:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Medici.tv სოციალურ ქსელში წინანდლის ფესტივალის კონცერტის ფრაგმენტს აზიარებს

შემდეგი სტატია

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი