ბიბი კვაჭაძე ჯგუფ GD EMPIRE-ის ცნობილი სიმღერის, Tsangala da Gogona-ს რიმეიქს აქვეყნებს

Tsangala da Gogona ერთადერთი სიმღერაა ჯგუფის შემოქმედებიდან, რომელზეც ვიდეოკლიპია გადაღებული.

ბიბი კვაჭაძე ჯგუფ GD EMPIRE-ის ცნობილი სიმღერის, Tsangala Da Gogona-ს სრულიად განსხვავებულ რიმეიქს აქვეყნებს. ძველი ნამუშევრის ახალ, საცეკვაო ვერსიას თან ახლავს 1993 წელს მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი, რომელიც სერგი გვარჯალაძემ ასევე ახლებურად დაამონტაჟა. 

GD EMPIRE 90-იანების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: დადა დადიანი – ვოკალი, ბას-გიტარა; გოგი ჭილაშვილი – გიტარა, ვოკალი; სერგი გვარჯალაძე – ვოკალი, ჰარმონიკა და ბიბი კვაჭაძე – გიტარა, ვოკალი.

შემოქმედების ძირითადი ნაწილი – 6 სიმღერა – ჯგუფმა 1993 წელს პირველი არხის შენობაში, დადა დადიანის სტუდიაში ჩაწერა. სწორედ ამ დროს არის გადაღებული Tsangala Da Gogona-ს ლაივ სესიის ვიდეოც, რომელიც GD EMPIRE-ის ერთადერთი მუსიკალური კლიპია.

სიმღერის ისტორიისა და მისი ახალი ვერსიის შესახებ ბიბი კვაჭაძე Billboard საქართველოს ესაუბრა:

„1993 წლის 31 მარტს GD EMPIRE პირველი არხის პავილიონში შევიკრიბეთ Tsangala Da Gogona-ს ცოცხალი ვერსიის ჩასაწერად და გადასაღებად. ეს არის ერთადერთი ვიდეოკლიპი ჯგუფის მთელი შემოქმედებიდან და Რომ არა ჩვენი ძალიან ძვირფასი მეგობრები გოგიტა მეცხოვრიშვილი (ვიდეოს რეჟისორი) და დათო ლეჟავა (ხმის რეჟისორი), ჩვენი თანამშრომლობის ამსახველი არანაირი კადრი არ იარსებებდა. ასე რომ, უღრმესი მადლობა ამ ადამიანებს. 

ლაივის დაწყებამდე გოგიტას ვთხოვე, ორიგინალი ვერსია ჩემს პირად Betacam-ის კასეტაზე ჩაეწერა. ვუთხარი, რომ არქივისთვის მინდოდა. გოგიტამ კარგად იცოდა, რომ არქივარიუსი ვიყავი და ასეც მოიქცა: გადაღების შემდეგ კასეტა გადმომცა და მითხრა, კარგია, რომ ჩანაწერი შენ მიგაქვსო. იცოდა, რომ მოვუფრთხილდებოდი.

ლაივი კარგად ჩაიწერა და ისე მოხდა, რომ, გოგი ჭილაშვილის გარდა, ამავე წელს ყველანი ემიგრაციაში წავედით. მას მერე დიდი დრო გავიდა და 30 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ” ჩვენი ჯგუფის 6-სიმღერიანი LP გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც Mutant Radio-ში შედგა. ჩვენთვის ეს დიდი მოვლენა იყო და მადლობლები ვართ, რომ ჩვენი მუსიკა სათანადოდ იქნა აღიარებული და დაფასებული.

სწორედ ამ პრეზენტაციის დღიდან გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის, Tsangala Da Gogona-ს „რიმეიქი” – თანამედროვე საცეკვაო ვერსია. მოკლედ, ჩავიფიქრე და გავაკეთე კიდეც.

პროცესი მარტივი არ ყოფილა, რადგან ერთადერთი ცოცხალი ჩანაწერის, ასე ვთქვათ, „აუდიო ქირურგია” უნდა ჩამეტარებინა. ამისთვის ხელოვნური ინტელექტიც მოვიშველიე, რომლის გამოყენებითაც ძველი ჩანაწერი აუდიო არხებად დავშალე, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ინსტრუმენტალი და Lead ვოკალის არხები განვაცალკევე. მიუხედავად იმისა, რომ შესრულება ლაივში იყო, ჩვენი Drum მანქანის Sequencer-ი ზუსტად 117 BPM-ზე იყო დაყენებული და ამიტომ სიმღერის რითმული მონახაზი თავიდანვე ციფრულად სწორად ჩაიწერა. სწორედ ციფრულმა სიზუსტემ გამიადვილა საქმე და ძველი ვოკალისა და ახალი ინსტრუმენტალის სინქრონიზაცია უმტკივნეულოდ წარიმართა. დაზიანებული ვოკალების გასწორებას, სიმღერის ხელახალ პროგრამირებასა და არანჟირებას დაახლოებით 3 თვე მოვანდომე. მიქსინგსა და მასტერინგს კიდევ 1 თვე და ჯამში 4 თვეში პროექტი სრულად დავამთავრე.

ბიჭებს რომ მოვასმენინე, ყველას ძალიან მოეწონა. სერგი გვარჯალაძემ კი ამ ვერსიას Bibi’s Feel The Power Remake უწოდა. ჩემი მისიაც ეს იყო: შემენარჩუნებინა და გამეცოცხლებინა ჩვენი ჯგუფის ის საწყისი „დრაივი”, ის ავთენტური მდგომარეობა და სულისკვეთება, რაც ჩვენში 90-იანებმაც კი ვერ მოკლა! ასე რომ, GD EMPIRE მოგიწოდებთ, იცეკვოთ და შეიგრძნოთ Tsangala da Gogona-ს BiBi’s Feel The Power Remake ვერსია.”

მოუსმინეთ Tsangala da Gogona-ს განახლებულ ვერსიას:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სერჟიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

will kolak-ის ახალი სიმღერა - MZES

will kolak-ის ახალი სიმღერა – MZES

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი