ბენ სტილერის თქმით კენდრიკ ლამარის მისი ფავორიტი სიმღერაა Euphoria

მსახიობი აღფრთოვანებით შეხვდა თებერვალში კენდრიკ ლამარის სუპერ-ბოულის ნახევარფინალურ შოუზე გამოსვლას
ბენ სტილერი 2022 წლის Gotham-ის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 ნოემბერი, ნიუ-იორკი Theo Wargo/Getty Images
ბენ სტილერი 2022 წლის Gotham-ის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 ნოემბერი, ნიუ-იორკი
Theo Wargo/Getty Images

ცნობილია, რომ მსახიობი ბენ სტილერი ჰიპ-ჰოპის დიდი თაყვანისმცემელია. როდესაც კენდრიკ ლამარმა თებერვალში სუპერ-ბოულის ნახევარფინალურ შოუზე მონაწილეობა დაადასტურა, აღმოჩნდა, რომ ბენ სტილერი ამით აღფრთოვანებული დარჩა. თაყვანისმცემლებმა მას კომენტარებში სთხოვეს, ლამარის ფავორიტი სიმღერა დაესახელებინა.

მსახიობის პასუხმა კი ზოგიერთი გულშემატკივარი გაოცებული დატოვა: აღმოჩნდა, რომ სტილერს Euphoria მოსწონს. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტში რეპერი Drake ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული.

კენდრიკ ლამარის სიმღერა Euphoria 30 აპრილს, Drake-ის სიმღერა Push Ups-ის გამოსვლიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ გამოვიდა.  

გულშემატკივრები და კრიტიკოსები Drake-ისა და კენდრიკ ლამარის მეტოქეობას ხშირად განიხილავენ. მათი მეტოქეობა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში სტატუსისა და გავლენის დასამტკიცებლად  ლირიკულ ბრძოლაში ჩართვას ასახავს, რომელიც ხშირად კონკურენტული ჰიპ-ჰოპ ლირიკით და საჯარო კომენტარებით გამოირჩევა.

სიმღერა Euphoria-ს სათაურზე თაყვანისმცემლებს სხვადასხვა თეორიაც აქვთ. Drake HBO-ს სერიალ Euphoria-ს აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

ტრეკმა ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში გამოსვლიდან მალევე მესამე ადგილი დაიკავა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი მაისში სიმღერა Euphoria დონალდ ტრამპის საპროტესტო კლიპში გამოიყენა.

ბენ სტილერს Drake-ისა და კენდრიკ ლამარის დაპირისპირებას შორის აქამდე საჯაროდ მხარი რომელიმე არტისტისთვის არასდროს დაუჭერია. 2013 წელს ნიუ-იორკ ნიქსისა და ინდიანა პეისერსის საკალათბურთო მატჩს იგი Drake-თან ერთად ესწრებოდა. 

კენდრიკ ლამარი 9 თებერვალს ახალ ორლეანში, სუპერ-ბოულის ნახევარფინალურ შოუზე  წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი The Eras - ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტი პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა – „მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი