ახალი სეზონის პირველი კვირის განმავლობაში ბევრმა არტისტმა მუსიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. The Weeknd-მა ალბომის მთავარი სინგლი გამოსცა, არტისტებმა ტროი სივანიმ და Charli XCX-მა კი შემოდგომა ახალი რემიქსით დაიწყეს.
კანადელმა სუპერვარსკვლავმა The Weeknd-მა ახლახან ახალი ალბომის, Hurry Up Tomorrow-ს მთავარი სინგლი, Dancing in the Flames გამოუშვა. მომავალი ალბომი იმ ტრილოგიის ბოლო ნაწილია, რომლის პირველი ორი ალბომია After Hours-ის და Dawn FM.
ტროი სივანისა და Charli XCX-ის დუეტმა Sweat ტურნეს პარალელურად სიმღერა Talk Talk-ის რემიქსი გამოსცა. ეს არტისტ Charli XCX-ის ერთგვარი რემიქსების სერიის გაგრძელებაა, რომელიც მან Lorde-თან, ბილი აილიშთან და სხვა არტისტებთან ერთად ზაფხულში ჩაწერა. ახალი ტრეკი ბრიტანელი ალტ-პოპ ვარსკვლავის ახალ რემიქს ალბომშიც შევა, რომლის სახელწოდებაა Brat and It’s Completely Different, but also Still Brat . ალბომი კი 11 ოქტომბერს გამოვა.
ახალი სინგლები მომავალი ალბომებიდან კეტი პერიმ და შონ მენდესმაც გამოსცეს. კეტი პერიმ სიმღერა I’m His, He’s Mine გამოუშვა, სადაც რეპერი Doechii მონაწილეობს. შონ მენდესმა კი სიმღერა Nobody Knows გამოაქვეყნა. ორივე სიმღერის პრემიერა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე 11 სექტემბერს შედგა.
კვირის განმავლობაში ახალი ტრეკები გამოუშვეს არტისტებმა: Playboi Carti, Tate McRae, FKA Twig, ასევე მომღერალმა მირანდა ლამბერტმა ახალი ალბომი გამოსცა, რომელშიც 14 ტრეკია გაერთიანებული.
ბილბორდ ამერიკამ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც თქვენი ფავორიტი სიმღერისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ.