„ღამის სერენადების“ ფარგლებში იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი სანდრო ნებიერიძესთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგება

ფესტივალს 2024 წელს ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ 2024 წელს მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. ფესტივალი წელს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება. 

15 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე იტალიელი პიანისტი ბეატრიჩე ვენეცი წარდგება. ის კონცერტს პიანისტ სანდრო ნებიერიძესთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. 

„ქალი დირიჟორი ევროპაში გასაკვირი აღარაა, თუმცა ქართველ მსმენელს არცთუ ისე ხშირად აქვს მათი ხილვის საშუალება. ჩვენმა მსმენელმა ბეატრიჩე შარშან უკვე გაიცნო და მათი დიდი სიყვარულიც დაიმსახურა,” – აღნიშნავს „ღამის სერენადების” დირექტორი ნინა ცაგარელი. 

Billboard Georgia ბეატრიჩე ვენეცის კონცერტის წინ ესაუბრა. როგორც დირიჟორმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ისეთი დიდი ფიგურის სახელს უკავშირდება, როგორიც ლიანა ისაკაძე იყო.  

ბეატრიჩე ვენეცი:

„ეს ფესტივალი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში მთელი მსოფლიოდან მოწვეული ხელოვანები მონაწილეობენ. ფესტივალი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ლიანა ისაკაძის დიდებულ შემოქმედებას უკავშირდება. ჩემთვის დიდი პატივია აქ, ამ კონტექსტით ყოფნა – ფესტივალზე, რომელიც ისეთ დიდ ფიგურასთან ასოცირდება, როგორიც ლიანა ისაკაძე იყო.”

ბეატრიჩე ვენეცის და სანდრო ნებიერიძის კონცერტი სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება. კონცერტის მხარდამჭერები არიან იტალიის, ბრაზილიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მილანში Billboard Italia Women in Music-ის პირველი დაჯილდოება გაიმართება: იხილეთ გამარჯვებულების სია

შემდეგი სტატია

The Cure - რობერტ სმიტი Glastonbury-ის ფესტივალზე, 2019 წლის 30 ივნისი. Ian Gavan/Getty Images

სავარაუდოდ The Cure ახალი ალბომის თარიღს დაადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი