Eko & Vinda Folio-მ ორი ახალი სინგლი გამოუშვა

Eko & Vinda Folio-მ 10 სექტემბერს ორი ახალი სინგლი, სახელწოდებით „ეს არის ქიმია“ და „რა ვუთხრა ამ დროს” spotify-ს მუსიკალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
Eko & Vinda Folio

Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიას პოსტ-პანკ დუეტია. მათი მუსიკალური თანამშრომლობა 2012 წლიდან იწყება, როცა სინგლი „სისტემა უნდა დაინგრეს“ გამოიცა. 

Eko & Vinda Folio-ს ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული: 2019 წელს ბენდმა ფრანგულ ლეიბლ Talitres-ზე სადებიუტო ალბომი „თერაპია“ გამოუშვა, რასაც საფრანგეთში პირველი საერთაშორისო ტურნე მოჰყვა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი, 2023 წელს, ქართულ ლეიბლ  Bloom Music-ის საშუალებით ალბომი „თავშეკავება” გამოიცა.

27 სექტებერს Eko & Vinda Folio,  Skazz-თან და Mamaflex-თან ერთად ერთობლივი კონცერტით Mono Hall-ში წარდგება.

მოისმინეთ პოსტ-პანკ დუეტ Eko & Vinda Folio-ს ახალი სინგლები: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jackson 5 International/Getty Images

The Jackson 5 გრემი არასდროს მიუღია, თუმცა ბენდი სამჯერ იყო ნომინირებული

შემდეგი სტატია

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი