გვენ სტეფანი მეხუთე სტუდიურ ალბომს აანონსებს

ალბომის წამყვანი სინგლი, სახელწოდებით Somebody Else’s 20 სექტემბერს გამოვა.
გვენ სტეფანი. ფოტო: Frazer Harrison/Getty Images

გვენ სტეფანიმ გაამხილა, რომ მისი მეხუთე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Bouquet 15 ნოემბერს გამოვა. მომღერალმა ასევე გაასაჯაროვა ალბომის ყდის ვიზუალი და ტრეკლისტი. ალბომის გარეკანზე გვენ სტეფანია აღბეჭდილი. ფოტოზე ვარსკვლავი ქაუბოის ქუდით და ყავისფერი კოსტიუმით საწოლზე წევს და ხელში თეთრი ყვავილი უკავია. ალბომი 10 სიმღერისაგან შედგება. მათ შორის არის უკვე გამოქვეყნებული სინგლი Purple Irises, რომელიც სტეფანიმ თავის ქმართან, ბლეიკ შელტონთან ერთად ჩაწერა. ალბომის წამყვანი სინგლი არის სიმღერა Somebody Else’s, რომელიც 20 სექტემბერს გამოვა. 

ბოლო ალბომები, რომლებიც გვენ სტეფანიმ წარადგინა, იყო 2016 წლის This Is What the Truth Feels Like და 2017 წლის საშობაო ალბომი You Make It Feel Like Christmas. სწორედ This Is What the Truth Feels Like იყო მომღერლის პირველი ალბომი, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

არტისტის შემოქმედებით კარიერაში 2024 წელი მნიშვნელოვანი  პერიოდი იყო. წელს გვენ სტეფანი თავისი ძველი ბენდის, No Doubt-ის წევრებთან, ბასისტ ტონი კანალთან, გიტარისტ ტომ დუმონტთან და დრამერ ადრიან იანგთან კოაჩელას ფესტივალისათვის გაერთიანდა. 

ასევე, 2024 წელს, გვენ სტეფანის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

შემდეგი სტატია

Young Folks – ჯგუფი Tape Visitors ახალ კლიპს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი