Billboard Georgia Stage – ხატია ქორიძის ალბომის პრეზენტაცია

ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი „რესპუბლიკა ტერასაზე“ გაიმართა
ხატია ქორიძე - მუსიკოსი
ხატია ქორიძე – მუსიკოსი


24 სექტემბერს, ბილბორდ საქართველოს კონცერტების სერიის ფარგლებში, Billboard Georgia Stage-ზე, ქართველი ჯაზ-შემსრულებლის, ბას-გიტარისტ ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომის, Forgot to Dream-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას „რესპუბლიკა ტერასამ” უმასპინძლა.

ხატია ქორიძემ ალბომ Forgot To Dream-ის  ჩაწერის დროს არაერთ მუსიკოსთან ითანამშრომლა. ესენი არიან სოსო ცაგარეიშვილი (დრამი), ზუკა სიმონიშვილი (ბასი), ლუკა თოფურია (კლავიში), ბექა გოჩიაშვილი (კლავიში), ბიბიჩ კვაჭაძე (ვოკალი) და გიო კაპანაძე (დრამი).

სადებიუტო ალბომში Forgot To Dream მუსიკოსმა ვოკალის პარტია თავად შეასრულა. ეს არის ალბომი, სადაც ჯაზის, როკისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი იგრძნობა, რასაც ჰარმონიულად ერწყმის მუსიკოსის ვოკალი. ერთობლიობაში კომპოზიციები დახვეწილი, ჟღერადი და მელოდიურია. 

სანდრო (ბიბიჩ) კვაჭაძე | ხატია ქორიძე

მოისმინეთ ხატია ქორიძის ექვსი კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი Forgot To Dream

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მილანის მოდის კვირეულზე მადონა დაესწრო  Dolce & Gabbana-ს ჩვენებას, რომლის შთაგონება მომღერლის 90-იანი წლების სტილი იყო

შემდეგი სტატია

ლედი გაგამ Joker-ის მეორე ნაწილის თანმხლები ალბომი, სახელწოდებით Harlequin დააანონს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი