მამაკაცმა ტეილორ სვიფტის მიერ ხელმოწერილი გიტარა აუქციონზე მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ გაენადგურებინა

ინსტრუმენტში მან 4000 დოლარი გადაიხადა.
ტეილორ სვიფტი
Neilson Barnard/Getty Images for The Recording Academy

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ტეხასში მცხოვრები კაცის ვიდეო, რომელმაც აუქციონზე ტეილორ სვიფტის თემაზე შექმნილი და მომღერლის მიერ ხელმოწერილი გიტარა 4000 დოლარად მხოლოდ იმისთვის იყიდა, რომ ინსტრუმენტი გაენადგურებინა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჭაღარა მამაკაცი შეძენილ გიტარას იღებს და აუდიტორიის ჟრიამულის ფონზე ჩაქუჩით ამტვრევს.

შემთხვევა ყოველწლიურ აუქციონზე მოხდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია Ellis County WildGame Dinner ატარებს, რათა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების აგრარულ განათლებას.

თავად სვიფტს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. მომღერალი ამჟამად რეკორდული „ერას ტურის” ბოლო კონცერტების სამზადისით არის დაკავებული. ტურნეს ფინალური შოუები 6-8 დეკემბერს ვანკუვერში გაიმართება.

ცოტა ხნის წინ სვიფტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისს. ვიცე-პრეზიდენტისგან პასუხმაც არ დააყოვნა: „ძალიან ვამაყობ ტეილორ სვიფტის მხარდაჭერით. ის საოცარი არტისტია. ვაფასებ იმ გამბედაობას, რომელიც მან თავის კარიერაში გამოიჩინა, რომ აკეთოს ის, რაც თავად მიაჩნია სწორად.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის კრისტოფერსონი, ქანთრის ლეგენდარული კომპოზიტორი და მსახიობი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ლედი გაგას და ბრუნო მარსის ახალი სიმღერა მეოთხე კვირაა, რაც Billboard-ის მუსიკალური ჩარტების ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი