არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.

17 ოქტომბერს კლუბი KHIDI მასპინძლობს სახელოვნებო პლატფორმა „მექანიკური ტალღების” აუდიოვიზუალურ ღონისძიებას სახელწოდებით „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები”. „მექანიკური ტალღები” აუდიოვიზუალური ღონისძიებების სერიას სეზონურად წარადგენს და KHIDI შემოდგომის სეზონის მასპინძელია. 

პროექტის ფარგლებში ბერლინში მოღვაწე არტისტები – GRAND RIVER და Marco Ciceri აუდიტორიის წინაშე წარდგებიან აუდიოვიზუალური ნაწარმოებით „ნისლი“. აუდიტორია ასევე მოისმენს ადგილობრივი სცენის გამორჩეული მულტიმედიური შემსრულებლის, ანდრო გოგიბედაშვილის, იგივე SAPHILEAUM-ის მუსიკალურ პერფორმანსს სახელწოდებით Muzika Utulivu. SAPHILEAUM პერფორმანსს ვიზუალურ არტისტ მიმი მელაშვილთან თანამშრომლობით წარადგენს.

როგორც პროექტის აღწერაშია მითითებული, აუდიოვიზუალური ღონისძიებების სერია „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები” არა მხოლოდ დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას და აუდიტორიისთვის მის გაზიარებას ისახავს მიზნად, არამედ ასევე ცდილობს, რომ ადამიანებმა იპოვონ ბალანსი ტექნოლოგიურ წინსვლასა და გარემოს დაცვას შორის.

პროექტის მხარდამჭერები არიან “თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი” და კლუბი KHIDI.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

შემდეგი სტატია

ლექსო რატიანი „დამტოვე მარტო" © შიო ხიდაშელი

ლექსო რატიანის ახალი სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი