ლიამ გალაგერის თქმით, ის და ნოელი საერთო ინტერვიუების ჩაწერას არ აპირებენ, რადგან არ სურთ, პირადულ კითხვებს უპასუხონ

Oasis 2009 წელს დაიშალა. ცოტა ხნის წინ კი 2025 წლის ტურნეთი დაბრუნების შესახებ განაცხადა.

მას შემდეგ, რაც Oasis-მა Live ’25-ის მსოფლიო ტურნეთი დაბრუნება დააანონსა, ბენდს არცერთი ინტერვიუ არ ჩაუწერია. ლიამ გალაგერის თქმით, მას და მის უფროს ძმას, ნოელ გალაგერს არ აქვთ სურვილი, ჟურნალისტებმა განაახლონ მათი კონფლიქტი, რასაც ჯგუფის დაშლა და 16-წლიანი პაუზა მოჰყვა. სწორედ ამის გამო გალაგერები დუმილს ინარჩუნებენ.

„არ გვინდა ინტერვიუები, რადგან ვშიშობთ, რომ მედია ჩვენს ურთიერთობაში პრობლემებს ეძებს და ჟურნალისტები პირად კითხვებს დაგვისვამენ,” –  დაწერა ლიამმა 10 ოქტომბერს. ამ პოსტს მსმენელები გამოეხმაურნენ. 

„მგონია, ნოელს არ უნდა შენთან ერთად ინტერვიუების ჩაწერა, რადგან უფრო მხიარული ხარ,“ – წერს ერთ-ერთი ფანი. ლიამი კომენტარების სექციაში გაჟღერებულ მოსაზრებებსა და კითხვებსაც გამოეხმაურა. „არ შემიძლია ამაში ძალისხმევის ჩადება,“ – განმარტა მუსიკოსმა და დააზუსტა, რომ მათ ერთობლივ ინტერვიუს ვერც ერთი მედია ვერ ჩაწერს. 

გასულ თვეს, ლიამ გალაგერს ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, თუ აპირებდა „ნოელზე სისულელეების წერის“  შეწყვეტას. ლიამმა კი უპასუხა: „ყველაფერი დასრულებულია, მშვიდობამ გაიმარჯვა, ის საუკეთესოა”. „ვერ ვითმენ, სცენაზე გამოვიდე მასთან ერთად და თითოეული სიმღერის  შემდეგ კოცნა გავუგზავნო.“

Oasis 2009 წელს დაიშალა. ცოტა ხნის წინ კი 2025 წლის ტურნეთი დაბრუნების შესახებ განაცხადა. ორი კონცერტი ჩატარდება ავსტრალიაში – მელბურნსა და სიდნეიში . ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Oasis ავსტრალიას 2025 წელს ესტუმრება!“-  განაცხადა ბენდმა.

გალაგერები ტურნეს ფარგლებში ჩრდილოეთ ამერიკასაც ეწვევიან. კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ნიუ ჯერსიში და ლოს ანჯელესში. 

ტურნე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კონცერტებით დაიწყება, რომლებიც 4-5 ივლისს კარდიფის Principality Stadium-ზე ჩატარდება,  შემდეგ კი ხუთი საკონცერტო ღამით Oasis მშობლიურ ქალაქს, მანჩესტერს ეწვევა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი კონკურს Kulturkreis-ის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი