სოფო ბათილაშვილი მსმენელის წინაშე ახალი ბენდით წარდგა

მუსიკალური საღამოს წინ Billboard Georgia ბენდს სარეპეტიციო სივრცეში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა.
სოფო ბათილაშვილი

2024 წლის სექტემბერში სოფო ბათილაშვილმა ახალი მუსიკალური პროექტი SOPO წარადგინა. ბენდის შემადგენლობაში სოფოსთან ერთად არიან: ალეკო ბერძენიშვილი (ბას-გიტარა, პროდიუსერი), გიგი კობერიძე (დასარტყამი ინსტრუმენტი), თორნიკე გაგოშვილი (გიტარა) და ზურა კიკნაძე (გიტარა).  ბენდმა სადებიუტო ალბომი 22 სექტემბერს გამოსცა, ოქტომბერში კი მუსიკალურმა კოლექტივმა ლაივი გამართა. ბენდი მსმენელის წინაშე  დედაენის ბაღში, „რუსტერის” სცენაზე წარდგა.

მუსიკალური საღამოს წინ Billboard Georgia ბენდს სარეპეტიციო სივრცეში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა. 

„მგონია, რომ მუსიკალურად ასეთი კარგი პერიოდი არასდროს მქონია. ვქმნი იმ მუსიკას, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი  – ეს არის მუსიკა, რომელსაც ალტერნატიული ხასიათი აქვს და ყველაზე ცოცხლად გამოხატავს ჩემს შეგრძნებებსა და განცდებს. ვფიქრობ, მსმენელი თავიდან ზუსტად ვერ გაიგებს, თუ რას უნდა ელოდოს ჩვენგან, თუმცა დროსთან ერთად კარგად გაგვიცნობენ. ამაში ლაივები და ახალი  სიმღერების გამოცემა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.”

რაც შეეხება SOPO-ს სადებიუტო ალბომს, მას GAME OVER ეწოდება და 11 ტრეკისგან შედგება. ალბომში გაერთიანებული სიმღერები მსმენელმა ბენდის კონცერტზე ცოცხალი შესრულებით მოისმინა. 

ნახეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

will kolak-ის ახალი სიმღერა „მლიქვნელს“

შემდეგი სტატია

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი