ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
Leon Thomas IG

ამერიკელმა მუსიკოსმა ლეონ თომასმა ჩიკაგოში მუსიკალური წარმოდგენა გამართა. მუსიკოსის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ გამოსვლის დროს არტისტის ფონზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმის, „ბროწეულის ფერის” კადრები გადის. ვიდეოში ნაჩვენებ ფრაგმენტში ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის გამოსახულებას ვხედავთ. 

31 წლის ლეონ თომასი R&B-ის შემსრულებელი ცნობილი არტისტია. გასულ წელს, ლეონ თომასმა თავისი პირველი გრემი მოიგო. მას ჯილდო გადაეცა საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციაში. არტისტმა მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, SZA-სა და Snooze-ის ტრეკში მონაწილეობისათვის მოიპოვა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ლეონ თომასი სოფიკო ჭიაურელის გამოსახულების ფონზე მღერის:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიემ გალაგერის თქმით, Oasis თავის ყველაზე ცუდ დღეებშიც კი აჯობებს ახალი ბენდების უმეტესობას

შემდეგი სტატია

Earl Sweatshirt 2019 წლის Pitchfork მუსიკალური ფესტივალზე, Union Park, ჩიკაგო Barry Brecheisen/WireImage

2025 წელს მუსიკალური ფესტივალი Pitchfork აღარ გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი