2025 წელს მუსიკალური ფესტივალი Pitchfork აღარ გაიმართება

ფესტივალის გადაწყვეტილებით, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, 2025 წელს, Pitchfork ჩიკაგოში აღარ ჩატარდება
Earl Sweatshirt 2019 წლის Pitchfork მუსიკალური ფესტივალზე, Union Park, ჩიკაგო Barry Brecheisen/WireImage
Earl Sweatshirt 2019 წლის Pitchfork მუსიკალური ფესტივალზე, Union Park, ჩიკაგო
Barry Brecheisen/WireImage

ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მუსიკალური ფესტივალი,  Pitchfork Music Festival 2025, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ჩიკაგოში აღარ ჩატარდება.

ფესტივალის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნეს: „რადგან მუსიკალური ფესტივალების გარემო სწრაფად იცვლება, რთული გადაწყვეტილება მივიღეთ და 2025 წელს Pitchfork Music Festival ჩიკაგოში აღარ გაიმართება.“

„ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. 19 წლის განმავლობაში Pitchfork Music Festival მუსიკის, ხელოვნებისა და საზოგადოების ზეიმი  იყო. სივრცე, სადაც იქმნებოდა მოგონებები,  სადაც მუსიკის სიყვარული ყველას გვაერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი Pitchfork-ის რედაქციის გემოვნებას შეესაბამებოდა, ის ყოველთვის იყო კოლაბორაციული ძალისხმევის შედეგი და, როგორც ჩიკაგოს ხელოვნების სცენის მნიშვნელოვანი საყრდენი საკუთარი ცხოვრებით აგრძელებდა არსებობას, “ – აღნიშნულია განცხადებაში.

„გვინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ ქალაქ ჩიკაგოსადმი,  რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში Pitchfork Music Festival-ის სახლად იქცა. მადლობას ვუხდით არტისტებს, რომლებმაც ჩვენს სცენაზე დაუვიწყარი კონცერტები გამართეს, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველ წელს უდიდესი ენერგიით გვმუხტავდნენ. განსაკუთრებული მადლობა At Pluto-სა და ფესტივალის სხვა შემოქმედებით გუნდს, რომელთა ერთგულება და ძალისხმევა თითოეული ღონისძიების მთავარი ხერხემალი იყო, მადლობა  მთელ საზოგადოებას და მაიკ რიდს, რომელმაც ფესტივალი ამ უნიკალური ხედვით დააფუძნა”. 

„Pitchfork 2025 წელს კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას. ველით, რომ მომავალშიც შევქმნით სივრცეებს, სადაც მუსიკა, კულტურა და საზოგადოება ერთმანეთს პოზიტიურ და ამაღლებულ გარემოში შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ სწორედ იქ გიხილავთ“. – აღნიშნეს ორგანიზატორებმა ტექსტის დასკვნით ნაწილში.

Pitchfork Music Festival-ის ისტორია 2005 წელს, Intonation Music Festival-იდან იწყება, სადაც ადგილობრივმა ორგანიზატორებმა Skyline Chicago-მ Pitchfork Media-ს, ჩიკაგოს Union Park-ში პირველი ღონისძიების კურატორობა სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ Intonation Music Festival-ი 2006 წელს კვლავ გაიმართა, Pitchfork Media-მ  Pitchfork Music Festival-ის სახელით საკუთარი ღონისძიების შექმნა გადაწყვიტა.

წლების განმავლობაში, ფესტივალზე არაერთი აღიარებული არტისტი გამოსულა, მათ შორის: Animal Collective, Godspeed You! Black Emperor, Slint, Björk, Wilco, A Tribe Called Quest, The Isley Brothers და სხვა. COVID-19 პანდემიის გამო 2020 წლის ღონისძიება გაუქმდა, თუმცა 2021 წელს ფესტივალი კვლავ დაბრუნდა და წლევანდელი ღონისძიება ივლისში ჩატარდა, სადაც მთავარ შემსრულებლებად Jamie xx, Alanis Morissette და Black Pumas წარდგნენ.

Pitchfork ფესტივალი დროთა განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით გაფართოვდა: 2011-2022 წლებში პარიზში, 2021-2023 წლებში ლონდონში, 2020-2022 წლებში ბერლინში, ხოლო წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ჩატარდა.

Pitchfork Music Festival-ის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გლობალურმა მედია კომპანია Condé Nast-მა იანვარში თანამშრომლების შემცირების შესახებ გამოაცხადა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

შემდეგი სტატია

მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly გრემის 65-ე დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი. კევინ მაზური/GI for The Recording Academy

მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სგან პირველ შვილს ელოდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი