სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

13 ნოემბერს, დიზაინერ ელი სააბის 45 წლიანი კარიერის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სელინ დიონმა ცნობილი ჰიტები შეასრულა
სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი
სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე – ერ-რიადი

თითქმის ორწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ სელინ დიონი საზოგადოების წინაშე ნელ-ნელა ჩნდება. პაუზა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული: მუსიკოსს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) აქვს. 13 ნოემბერს, დიონმა ორსიმღერიანი შთამბეჭდავი პერფორმანსი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 1001 Seasons of ELIE SAAB-ის ღონისძიებაზე შეასრულა.

ღონისძიება ლიბანელი დიზაინერის 45 წლიანი კარიერის აღსანიშნავად გაიმართა, სადაც სელინ დიონი მოდელებთან ერთად წარდგა. მუსიკოსს გრძელი, ღია ვარდისფერი, მბზინვარე კაბა ემოსა. 

სელინ დიონმა  ცნობილი ჰიტი The Power of Love შეასრულა, რომელიც 1994 წლის ბილბორდ 100-ში პირველ ადგილზე პოზიციონირებდა. სიმღერა კლავიშისა და ორკესტრის თანხლებით შეასრულდა, რამაც  ცხადყო, რომ, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, მომღერალი  შეუდარებელ ხმას კვლავ თავისუფლად ფლობს. 

სელინ დიონის მომდევნო ჰიტი, რომელიც მოღერალმა  Elie Saab-ის მოდის ჩვენების დროს შეასრულა,  2002 წლის სიმღერა სახელწოდებით I’m Alive იყო.

საღამოს ღონისძიებაზე ასევე წარდგნენ ჯენიფერ ლოპესი, კამილა კაბეიო, ნენსი აჯრამი და  Amr Diab-ი.

2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ სელინ დიონისთვის ეს მცირე პერფორმანსი მეორე გამოსვლა იყო. მომღერალმა 2024 წლის ოქტომბერში ლოს-ანჯელესში Spirit of Life Gala-ზე City of Hope-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სელინ დიონი 2022 წლის დეკემბრიდან ხშირად აღარ ჩნდებოდა საზოგადოებაში, მას შემდეგ, რაც გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა.  ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება უკონტროლო კუნთოვან სპაზმებს იწვევს, რაც მოძრაობას ართულებს, თანდათან პროგრესირებს და იწვევს კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. სელინ დიონმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ სპაზმები იმდენად ძლიერია, რომ ნეკნების მოტეხილობასაც იწვევს.

ამ მდგომარეობის გამო მომღერალი იძულებული გახდა, 2023 და 2024 წლების მუსიკალური ტურნეს ყველა თარიღი გადაედო. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო მომღერლისთვის, რომელსაც  Prime Video-ს წლევანდელ დოკუმენტურ ფილმში I Am: Celine Dion-ში თავადვე აღწერს.

ნახეთ სელინ დიონის გამოსვლა Elie Saab-ის ღონისძიებაზე The 1001 Seasons of ELIE SAAB. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-ს Footwear News Achievement Awards-ზე წლის კოლაბორაციისათვის ჯილდოს გადასცემენ

შემდეგი სტატია

პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.

ცნობილმა მეტალ ბენდმა Black Sabbath-მა უკანასკნელი შოუ დააანონსა, რომელსაც Metallica, Slayer და სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან

კონცერტი 5 ივლისს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში, Villa Park-ში გაიმართება.
მეტი

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” - ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
მეტი

რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Process,4D Monster Lobsters, ნიკა ჩოხელი, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, „მწვანე ოთახი“, „გამოუვალი მდგომარეობა“, ჯგუფი „ყველა“ და ნინო ქათამაძე.
მეტი

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

მუსიკოსების მხარდასაჭერი კონცერტი „ილიას ბაღში” 6 იანვარს გაიმართება, სადაც ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად კატო კვარაცხელია, ნიკალა და ნინი ნუცუბიძე წარდგებიან
მეტი