ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

„ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში.“ – პაპუნა შარიქაძე
პაპუნა შარიქაძე
პაპუნა შარიქაძე ფოტო: ევა კაპანაძე, პოსტერის ავტორი: ნინა ეკიზაშვილი

24 ნოემბერს მუსიკოსი პაპუნა შარიქაძე ნიუ-იორკის ცნობილ მუსიკალურ სივრცეში, Drom-ში,  სადებიუტო კონცერტით წარდგება.  Drom –  ნიუ იორკში, ადგილობრივი მუსიკალური სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს, სადაც  მრავალფეროვანი, მუსიკალურად საინტერესო პერფორმანსები იმართება.  

Drom-ში ქართველი ჯაზ პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი პაპუნა შარიქაძე ბენდის თანხლებით სადებიუტო კონცერტით წარდგება, სადაც პირველად შესრულდება მისი ახალი სიმღერაც, სახელწოდებით „ჯაზი საზღვრებს გარეშე”.  

ჯაზის მუსიკალურ საღამოზე პაპუნა შარიქაძეს შეუერთდებიან მუსიკოსები: რონი ეიტანი (ჰარმონიკა), ხონძი (საქსოფონი),  ტალ მაშიაჩი (ბასი) და ტაისონ ჯექსონი (დასარტყამი ინსტრუმენტი).

პაპუნა შარიქაძე:

„ისეთი მაგარი მუსიკოსების გაერთიანებაში ვიქნები, რომ  მშვიდად ვარ… რაც არ უნდა დაიკრას, იქვე დაბადებული ცინცხალი რამე იქნება. ვუკრავთ ჩემს ბოლოდროინდელ ახალ თემებს. ერთი-ორს ვიმღერებ კიდეც. ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”.  მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში. ნიუ-იორკი ძალიან მეხმარება იმაში, რომ მუსიკალურად სწრაფად განვვითარდე. აქ ცხოვრება ყოველდღიურად მოტივაციას მაძლევს და სურვილს მიღვივებს, რომ სულ მუსიკაში ვიხარშებოდე და თან  ამ მუსიკის ხალხთან მუდმივად გაზიარება ხდებოდეს…

24 ნოემბერს ვუკრავთ ახალი კვინტეტი: ხონძი (საქსოფონი), რონი ეიტანი (ჰარმონიკა), ტალ მაშიახი (ბასი) & ტაისონ ჯექსონი (დრამი). Drom – საკმაოდ ცნობილი დარბაზია მანჰეტენზე. ორი დღის შემდეგ ამავე დარბაზში ლეგენდარული გიტარისტის, მაიკ სტერნის კონცერტია. ამ სცენაზე ერთხელ უკვე დავუკარი, გასულ აპრილს, ხონძის ბენდთან ერთად.

პაპუნა შარიქაძის კვინტეტის ჯაზ – საღამო ამერიკის დროით 18:30 საათზე დაიწყება. დაინტესებულ პირებს კი  ბილეთების შეძენა Drom-ის ოფიციალურ ვებ -გვერდზე შეუძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი

სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

შემდეგი სტატია

Nick Cave & The Bad Seeds-ის ალბომი Wild God 30 აგვისტოს გამოვიდა. ფოტო: მეგან კალენი

ნიკ ქეივი 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალურ პრემიის ნომინანტთა შორისაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი