24 ნოემბერს მუსიკოსი პაპუნა შარიქაძე ნიუ-იორკის ცნობილ მუსიკალურ სივრცეში, Drom-ში, სადებიუტო კონცერტით წარდგება. Drom – ნიუ იორკში, ადგილობრივი მუსიკალური სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს, სადაც მრავალფეროვანი, მუსიკალურად საინტერესო პერფორმანსები იმართება.
Drom-ში ქართველი ჯაზ პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი პაპუნა შარიქაძე ბენდის თანხლებით სადებიუტო კონცერტით წარდგება, სადაც პირველად შესრულდება მისი ახალი სიმღერაც, სახელწოდებით „ჯაზი საზღვრებს გარეშე”.
ჯაზის მუსიკალურ საღამოზე პაპუნა შარიქაძეს შეუერთდებიან მუსიკოსები: რონი ეიტანი (ჰარმონიკა), ხონძი (საქსოფონი), ტალ მაშიაჩი (ბასი) და ტაისონ ჯექსონი (დასარტყამი ინსტრუმენტი).
პაპუნა შარიქაძე:
„ისეთი მაგარი მუსიკოსების გაერთიანებაში ვიქნები, რომ მშვიდად ვარ… რაც არ უნდა დაიკრას, იქვე დაბადებული ცინცხალი რამე იქნება. ვუკრავთ ჩემს ბოლოდროინდელ ახალ თემებს. ერთი-ორს ვიმღერებ კიდეც. ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში. ნიუ-იორკი ძალიან მეხმარება იმაში, რომ მუსიკალურად სწრაფად განვვითარდე. აქ ცხოვრება ყოველდღიურად მოტივაციას მაძლევს და სურვილს მიღვივებს, რომ სულ მუსიკაში ვიხარშებოდე და თან ამ მუსიკის ხალხთან მუდმივად გაზიარება ხდებოდეს…
24 ნოემბერს ვუკრავთ ახალი კვინტეტი: ხონძი 🇬🇪 (საქსოფონი), რონი ეიტანი 🇮🇱 (ჰარმონიკა), ტალ მაშიახი 🇮🇱 (ბასი) & ტაისონ ჯექსონი 🇺🇸 (დრამი). Drom – საკმაოდ ცნობილი დარბაზია მანჰეტენზე. ორი დღის შემდეგ ამავე დარბაზში ლეგენდარული გიტარისტის, მაიკ სტერნის კონცერტია. ამ სცენაზე ერთხელ უკვე დავუკარი, გასულ აპრილს, ხონძის ბენდთან ერთად.
პაპუნა შარიქაძის კვინტეტის ჯაზ – საღამო ამერიკის დროით 18:30 საათზე დაიწყება. დაინტესებულ პირებს კი ბილეთების შეძენა Drom-ის ოფიციალურ ვებ -გვერდზე შეუძლიათ.