ბრუნო მარსი ლედი გაგასა და Rosé-ს თანამშრომლობისა და „ისტორიის შექმნისთვის” მადლობას უხდის

ბრუნო მარსის ორივე კოლაბორაციამ ამ თვეში რეკორდები მოხსნა.

ბრუნო მარსმა 20 ნოემბერს თავისი მიღწევებისა და უახლოესი კოლაბორაციების შესახებ ინსტაგრამზე სთორი გააზიარა. ლედი გაგასთან სიმღერამ Die With a Smile და Rosé-სთან ერთად სიმღერამ APT რეკორდები მოხსნა. „ჩემი გოგოები გაგა და როზი აქ ისტორიას ქმნიან” – წერს პოსტში ბრუნო მარსი.

ბურნო მარსისა და ლედი გაგას მიერ შესრულებულმა სიმღერამ Die With a Smile ბილბორდ Global 200-ში რვა კვირა გაატარა პირველ ადგილზე. სიმღერა ასევე მოხვდა ბილბორდის  Pop Airplay ჩარტში და 2025 წლის გრემიზე ორ ნომინაციაზე დასახელდა: „წლის სიმღერა“ და „საუკეთესო პოპ-დუეტის ან ჯგუფის ჩანაწერი“. აგვისტოში გამოშვებულმა სიმღერამ Spotify-ს ისტორიაში ერთ მილიარდ მოსმენას ყველაზე სწრაფად მიაღწია.

ბრუნო მარსისა და  Rosé -ს კოლაბორაციულმა სიმღერამ APT ასევე დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდ იაპონიის საუკეთესო 100-ში და ბოლო 11 წლის განმავლობაში გახდა დასავლელი მუსიკოსის მიერ შესრულებული პირველი სიმღერა, რომელმაც იაპონიის სიმღერების ჩარტში ლიდერი პოზიცია დაიკავა. სიმღერა მეოთხე კვირაა, რაც პირველ ადგილზეა როგორც ბილბორდ Global 200-ში ასევე ბილბორდ Global Excl. U.S. ჩარტებში.

სიმღერა APT K-pop ვარსკვლავის, Rosé -ს პირველი გამოშვებაა მას შემდეგ, რაც ამ თვეში არტისტმა 12-ტრეკიანი ალბომის, Rosie-ს გამოცემა დეკემბერში დააანონსა. ეს მისი პირველი სოლო ალბომი იქნება, რომლის შესახებაც მომღერალი წერს: „ამ ალბომში ჩემი სისხლი და ცრემლები ჩავაქციე და მოუთმენლად ველი, როდის მოუსმენთ ჩემს პატარა დღიურს… ამ ალბომით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო უკეთ გამიცნობთ. დიახ, მინდა ვთქვა, რომ ეს სრულფასოვანი ალბომია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Oasis 2025 წლის ტურნეს აზიურ კონცერტებს აანონსებს

შემდეგი სტატია

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი