ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, – წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მიშელ უილიამსი
Bruce Glikas/Getty Images

ბროდვეიზე Death Becomes Her-ის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. საპრემიერო ღამემ Destiny’s Child-ის წევრები გააერთიანა. ბიონსე და კელი როულენდი Lunt-Fontanne Theatre-ში გამოჩნდნენ, რათა მხარდაჭერა გამოეხატათ მიშელ უილიამსის მიმართ, რომელიც მიუზიკლში ვიოლა ვან ჰორნის როლს ასრულებს.

ბიონსემ შაბათს Instagram-ზე ორი პოსტი გამოაქვეყნა და ორივე მათგანში სპექტაკლიდან ფოტოებსა და ვიდეოებს  ვხედავთ, რომლებშიც უილიამსის გამოსვლაა აღბეჭდილი. Death Becomes Her წარმოადგენს Universal Pictures-ის 1992 წლის ამავე სახელწოდების ფილმის სასცენო ადაპტაციას. ფილმში, რომელიც ე.წ. შავი კომედიის ჟანრს განეკუთვნება, მთავარ როლებს მერილ სტრიპი, გოლდი ჰოუნი, ბრიუს უილისი და იზაბელა როსელინი ასრულებენ.

„My Belle“, – წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომელიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს. პოსტს თავად უილიამსიც გამოეხმაურა და ემოციური კომენტარი დატოვა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ემოციებისაგან გამოწვეული ცრემლების შეკავებას ცდილობს. 

გასულ თვეში უილიამსმა ინტერვიუში თქვა, რომ წუხდა, რადგან ვერ შეძლო, ბიონსესა და როულენდს შეერთებოდა კამალა ჰარისის შეხვედრაზე, რომელიც არჩევნების წინ ჰიუსტონში გაიმართა.  ის იმ დროს ნიუ-იორკში სწორედ Death Becomes Her-ის რეპეტიციებით იყო დაკავებული. 

Destiny’s Child-მა ერთად ბოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Destiny Fulfilled,  20 წლის წინ გამოუშვა. ალბომმა 2004 წლის დეკემბერში Billboard 200-ის ალბომების ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანადის პრემიერმინისტრმა ტორონტოში, ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის კონცერტზე იცეკვა

შემდეგი სტატია

თბილისში ბრიტანული ჯგუფის, Blue-ს კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი