ლას-ვეგასის ბოლო კონცერტზე თვალცრემლიანი ადელი მსმენელს დაემშვიდობა

„არ ვიცი, კიდევ როდის ვიმღერებ,” – უთხრა ვარსკვლავმა კოლიზეუმის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას.
ადელი ლას-ვეგასის რეზიდენციის ბოლო კონცერტზე
Denise Truscello/Getty Images for AD

ადელი ემოციურად გამოემშვიდობა ლას-ვეგასის კოლიზეუმის თეატრის სცენას, სადაც ის ორი წლის განმავლობაში ყოველკვირეულ კონცერტებს მართავდა. „არ ვიცი, ამის შემდეგ კიდევ როდის ვიმღერებ,” – თქვა მან. „საშინლად მომენატრება და თქვენც საშინლად მომენატრებით.”

„სხვა არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ,” – დაამატა მომღერალმა. „ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ მაქვს.”

საუბრის დროს ადელმა იხუმრა: „რეალურად რეზიდენციის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მძულს ტურნეებში სიარული,”-  რის შემდეგაც თვალცრემლიანმა მომღერალმა აუდიტორიას მიმართა, რომ სინამდვილეში ეს მისი ვაჟისთვის გააკეთა, რათა მას სტაბილური რეჟიმი ჰქონოდა. „რეზიდენცია იმიტომ ავირჩიე, რომ მას ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა და ეს მოვახერხე.”

კონცერტების სერია Weekends With Adele 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც ყოველ შაბათ-კვირას ადელის ორი კონცერტი იმართებოდა.

„ძალიან ემოციურად ვარ, მაგრამ ჩემი ემოციების პიკი იმ დღეს იყო, როცა ჩემს შოუზე სელინ დიონი მოვიდა,” – უთხრა მან აუდიტორიას და გაუმხილა, რომ იმ დღის შემდეგ ერთი კვირა ტიროდა. „ეს ჩემთვის წრის შემკვრელი მომენტი იყო, რადგან ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ყოფნა ოდესმე მნდომებია.”

დიონი, რომელმაც ლას-ვეგასის კოლიზეუმის თეატრი 2003 წელს თავისი რეზიდენციით გახსნა, ადელის შოუს 26 ოქტომბერს თავის ვაჟებთან ერთად დაესწრო. ადელმა, რომელმაც When We Were Young-ის შესრულების დროს პოპის ლეგენდა დარბაზში შენიშნა, ცრემლები ვერ შეიკავა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: „კოლიზეუმი ერთადერთი ადგილი იყო ლას-ვეგასში, სადაც გამოსვლა მინდოდა, რადგან ეს სცენა მისთვის აშენდა. მე მისი ფოტო მაქვს სცენის გვერდით, რომელსაც ყოველ ღამე ვეხები, სანამ სცენაზე გამოვალ. ის კი ჩემს შოუზე მოვიდა და ეს ჩემთვის სიურპრიზი და უდიდესი მომენტი იყო!!”

ცოტა ხნის წინ ადელმა განაცხადა, რომ დასვენება სჭირდებოდა და რეზიდენციის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით მუსიკალური პაუზის აღებას გეგმავდა. „დიდ შესვენებას ავიღებ და ალბათ ცოტა ხნით სხვა შემოქმედებითი აქტივობებით დავკავდები,” – თქვა პოპვარსკვლავმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Wicked-მა გამხსნელ საპრემიერო დღეებში 114 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც Gladiator II უკან ჩამოიტოვა

შემდეგი სტატია

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი