2024 წლის Billboard Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

ღონისძიება 12 დეკემბერს გაიმართება და Fox-ისა და Fire TV Channels-ის ეთერში, ასევე Paramount+ პლატფორმაზე გადაიცემა.
ზაკ ბრაიანი
Polk Imaging

ზაკ ბრაიანი, ტეილორ სვიფტი, მორგან უოლენი და საბრინა კარპენტერი 2024 წლის Billboard Music Awards-ის წამყვანი ფინალისტები არიან. შოუს წამყვანია მსახიობი და კომიკოსი მიშელ ბუტო. 2024 წლის BBMA-ს Marriott Bonvoy წარადგენს. 2024 წლის Billboard Music Awards-ის ორგანიზატორია Dick Clark Productions. ღონისძიება 12 დეკემბერს გაიმართება და Fox-ისა და Fire TV Channels-ის ეთერში, ასევე Paramount+ პლატფორმაზე გადაიცემა. მუსიკალური ნომრები ასევე განთავსდება Billboard.com-ზე და BBMA-ისა და Billboard-ის სოციალურ არხებზე.

წელს შოუ კვლავ უბრუნდება Fox-ის ეთერს, რომელმაც ის პირველად წარუდგინა სატელევიზიო აუდიტორიას და 1990 წლიდან 2006 წლამდე გადაიცემოდა. გარდა ამისა, Paramount+ უზრუნველყოფს შოუს ე.წ. მოთხოვნად სტრიმინგს, ხოლო Fire TV Channels-ის უფასო აპლიკაცია ფანებს მარტივ წვდომას მისცემს Amazon-ის მოწყობილობებზე. 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია 2024 წლის Billboard Music Awards-ს მრავალი პლატფორმის საშუალებით გავუზიაროთ მსმენელებს,”– განაცხადა PMC-ისა და Dick Clark Productions-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეი პენსკიმ. „Fox-თან, Paramount+-თან და Fire TV Channels-თან პარტნიორობით ჩვენ მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობას ვაძლევთ, შოუს უყურონ ნებისმიერ ადგილას, სადაც მოისურვებენ – იქნება ეს ტელევიზორში, მოთხოვნად სტრიმინგზე თუ მობილური მოწყობილობების საშუალებით.“

BBMA გააერთიანებს არტისტების ექსკლუზიურ ორიგინალურ მუსიკალურ პერფორმანსებს, ინტერვიუებსა და დაჯილდოების ნაწილს. 

BBMA-ის დაჯილდოება გამოკვეთს საუკეთესო არტისტებს, ალბომებს, სიმღერებს, პროდიუსერებსა და ტექსტების ავტორებს მრავალ ჟანრში, რაც განსაზღვრულია Billboard-ის ჩარტების წლის შეჯამების მახასიათებლებით. ამ წლის დაჯილდოება აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც 2023 წლის 28 ოქტომბრიდან 2024 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გამოიცა.

ზაკ ბრაიანი BBMAs-ის 2024 წლის ფინალისტთა სიის ლიდერია. იგი 18 ნომინაციაში 21 ჩანაწერითაა წარმოდგენილი. ტეილორ სვიფტი, რომელიც BBMA-ის ყველაზე წარმატებული ქალი არტისტია, 16 კატეგორიაშია ნომინირებული 17 ჩანაწერით. 

იხილეთ ნომინაციები და ნომინანტები: 

ტოპ არტისტი

ზაკ ბრაიანი

საბრინა კარპენტერი

დრეიკი

ტეილორ სვიფტი 

მორგან უალენი

საუკეთესო ახალი არტისტი

ბენსონ ბუნი

ტომი რიჩმენი

ჩაპელ როუნი

Shaboozey

ტედი სვიმსი

საუკეთესო კაცი არტისტი

ზაკ ბრაიანი

ლიუკ კომბსი

დრეიკი

Post Malone

მორგან უალენი

საუკეთესო ქალი არტისტი

საბრინა კარპენტერი

ბილი აილიში

ჩაპელ როუნი

ტეილორ სვიფტი

SZA

საუკეთესო დუეტი/ჯგუფი

blink-182

Coldplay

Fuerza Regida

Linkin Park

Stray Kids

Billboard 200-ის საუკეთესო არტისტი

ზაკ ბრაიანი

დრეიკი

ტეილორ სვიფტი

SZA

მორგან უალენი

Hot 100-ის საუკეთესო არტისტი

ზაკ ბრაიანი

საბრინა კარპენტერი

ბილი აილიში

ტეილორ სვიფტი

მორგან უალენი

Hot 100-ის საუკეთესო სიმღერების ავტორი 

ემი ალენი

ჯეკ ანტონოვი

ზაკ ბრაიანი

კენდრიკ ლამარი

ტეილორ სვიფტი

Hot 100-ის საუკეთესო პროდიუსერი

ჯეკ ანტონოვი

ზაკ ბრაიანი

დენიელ ნიგრო

ფაინს ო’კონელი

ტეილორ სვიფტი

ნომინანტების სრული სია იხილეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2 ბრაიან ენოსთან ერთად ახალ მუსიკას აკეთებს

შემდეგი სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი