„წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 12 დეკემბერს არ გავმართავთ ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას!” – ნათქვამია „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში
წინანდლის პრემია 2024

„წინანდლის პრემიის“ განცხადებას ბილბორდ საქართველო უცვლელად გთავაზობთ:

„წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფი შეშფოთებული ადევნებს თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მხარს უჭერს საზოგადოებრიობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, ბრძოლას ევროპული მომავლის გადასარჩენად!

დარწმუნებული ვართ, საქართველო არ გადაუხვევს საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ არჩეულ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას და აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

ევროპაში ინტეგრაცია შეესაბამება “წინანდლის პრემიის” მისიას − ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მეცნიერებისა და განათლების ევროპული სტანდარტებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

“წინანდლის პრემიის” მიზანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვანების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს, “წინანდლის პრემიის” კონკურსანტებისა და ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს უკვე თანამედროვე საქართველოს გამოჩენილი მეცნიერები და ხელოვანები არიან, დგანან ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

“წინანდლის პრემიის” საორგანიზაციო ჯგუფი გმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობას, აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სწორედ ევროპული ღირებულებების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად იბრძვიან.

“წინანდლის პრემიის” საორგანიზაციო ჯგუფმა დაასრულა მიმდინარე წლის პროექტი და ექსპერტების მიერ გამოვლინდნენ ლაურეატები, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 12 დეკემბერს არ გავმართავთ ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას!”

„წინანდლის პრემია“ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA 024 წლის 16 მაისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. Rachpoot/Bauer-Griffin/GC Images.

SZA ალბომ SOS-ის დელუქს ვერსიას წარადგენს

შემდეგი სტატია

ჯეი-ზის შონ კომბსთან ერთად 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი