ჯეი-ზის შონ კომბსთან ერთად 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ჯეი-ზი კატეგორიულად ყარყოფს ამ ბრალდებას, რომელიც სამოქალაქო სარჩელს ეფუძნება.
ჯეი-ზი
Rich Fury/GI

სამოქალაქო სარჩელში, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შევიდა, ჯეი-ზი  და შონ კომბსი, იგივე Diddy, 2000 წელს 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში არიან დადანაშაულებულები. ჯეი-ზიმ ბრალდებას „შანტაჟის მცდელობა“ და „თაღლითი ადვოკატის“ მიერ შეტანილი უსაფუძვლო სარჩელი უწოდა.  

სარჩელში ანონიმური პირი, მოხსენიებული როგორც ჯეინ დოუდი, აცხადებს, რომ კომბსმა და კარტერმა ის ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუეს და სექსუალურად იძალადეს. მოსარჩელის მტკიცებით, ეს ფაქტი MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე მოხდა. ეს საქმე წინა სარჩელის განახლებული ვერსიაა, რომელიც მხოლოდ კომბსს ეხებოდა.  

სარჩელი შეიტანა ტონი ბუზბიმ, ტეხასელმა ადვოკატმა, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში კომბსის წინააღმდეგ არაერთი სარჩელი მოამზადა. ადვოკატი აცხადებს, რომ ის ათეულობით სავარაუდო მსხვერპლის ინტერესებს იცავს. დეკემბრის დასაწყისში ბუზბი ანონიმურმა პირმა შანტაჟში დაადანაშაულა. გაჟღერებული ბრალდების მიხედვით, ბუზბი „უსაფუძვლო ბრალდებების“ მუქარით კომბსისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა.

კვირას საღამოს გაკეთებულ განცხადებაში ჯეი-ზიმ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და სარჩელს „შანტაჟის მცდელობა“ უწოდა. ბუზბის ის „თაღლით ადვოკატად“, „საშინელ ადამიანად“  მოიხსენია.  

„თქვენ საშინელი შეცდომა დაუშვით, როცა იფიქრეთ, რომ ყველა ცნობილი ადამიანი ერთნაირია,“ – განაცხადა კარტერმა. „მე ბრუკლინის ერთ-ერთი უბნიდან ვარ და ჩვენ ასეთ თამაშებს არ ვთამაშობთ. ჩვენ ბავშვებს ვიცავთ, თქვენ კი ადამიანებს საკუთარი სარგებლისთვის იყენებთ. მხოლოდ შეთქმულების თეორიების მომხრეები დაიჯერებენ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც, რომ არა ბავშვებზე ძალადობის სერიოზული ხასიათი, სასაცილოც კი იქნებოდა.“  

„მოხარული ვარ გაჩვენოთ, რამდენად განსხვავებული ვარ,“ – აღნიშნა კარტერმა საპასუხო განცხადების ბოლოს.   

კომბსი ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ დაადანაშაულეს ძალადობაში. ეს სკანდალური საქმე თავდაპირველად სამოქალაქო სარჩელებით დაიწყო და შემდეგ ამას ფედერალური ბიუროს ბრალდებებიც მოჰყვა. სექტემბერში პროკურორებმა Diddy სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. პროკურორების მტკიცებით, კომბსის დანაშაულებრივ ქმედებებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და ისინი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 

სარჩელში ბუზბი ამბობს, რომ ჯეი-ზი კომბსის „დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია“. ადვოკატი ამტკიცებს, რომ სავარაუდო მსხვერპლი წვეულებაზე მიიყვანეს და გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინეს. შემდეგ მას ნარკოტიკული საშულების შემცველი სასმელი მისცეს, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ცუდად გახდა. როგორც ბუზბი აცხადებს, მას შემდეგ, რაც გოგონა საძინებელში წავიდა, ორმა ცნობილმა ადამიანმა მასზე სექსუალურად იძალადა.  

„კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი უყურებდა, როცა კომბსი და კარტერი მსხვერპლზე ძალადობდნენ,“-  წერია სარჩელში. „წვეულებაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ეს ძალადობა არავინ შეაჩერა.“  

საპასუხო განცხადებაში ჯეი-ზიმ აღნიშნა, რომ „ამგვარი საშინელი“ ბრალდებები სისხლის სამართლის წესით უნდა განხილულიყო და არა სამოქალაქო სარჩელით. „თუ ვინმე ბავშვის წინააღმდეგ ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, ციხეში უნდა ჩაჯდეს, ხომ ასეა?,” – მიმართავს საზოგადოებას კარტერი.  ასევე, კარტერმა განაცხადა, რომ ბუზბისთან არასდროს შეთანხმდება და მას საჯაროდ ამხელს.  

„ერთადერთი, გული მტკივა ჩემი ოჯახის გამო,“ – განაცხადა კარტერმა. „ჩემმა მეუღლემ და მე შვილებს უნდა ავუხსნათ ეს ბრალდებები,” – განაცხადა ჯეი-ზიმ  მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია

ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი