დეივ გროლის ქალიშვილი ვაიოლეტ გროლი სადებიუტო ალბომს ამზადებს

18 წლის ვაიოლეტ გროლის მუსიკალური დებიუტი 2021 წელს ამერიკული პანკ-როკ ბენდ X-ის სიმღერის, Nausea-ს ქავერით შედგა.
დეივ გროლი ქალიშვილ ვიოლეტ გროლთან ერთად გამოდის გლასტონბერის ფესტივალის მე-3 დღე, 2023 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ჰარი დურანტი
დეივ გროლი ქალიშვილ ვიოლეტ გროლთან ერთად გამოდის გლასტონბერის ფესტივალის მე-3 დღე, 2023 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ჰარი დურანტი

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ცნობილ როკ-მომღერალ დეივ გროლის ქალიშვილი ვაიოლეტ გროლი, სავარაუდოდ, სადებიუტო ალბომზე მუშაობს. ინფორმაციის თანახმად, ვაიოლეტს პროდიუსერი ჯასტინ რეიზენი ეხმარება, რომელიც თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Charli XCX, Drake, ჯონ ლეჯენდი და კიმ გორდონი.

ვაიოლეტ გროლი პირველად მუსიკალურ სივრცეში 2018 წელს, 12 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა მამასთან, დეივ გროლთან ერთად ადელის ცნობილი სიმღერის, When We Were Young-ის ქავერი შეასრულა. მოგვიანებით ის ასევე შეუერთდა დეივ გროლსა და ბენდ Nirvana-ს ყოფილ წევრებს Heart-Shaped Box-ის ქავერის შესრულებაში. გარდა ამისა, მას ჩაწერილი აქვს ბექ-ვოკალი ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან St. Vincent და Beck.

ვაიოლეტ გროლი ასევე მონაწილეობდა Foo Fighters-ის ალბომებში შესულ სიმღერებში Medicine at Midnight და But Here We Are. მან Foo Fighters-ის დრამერ ტეილორ ჰოკინსისადმი მიძღვნილ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა სადებიუტო სინგლი 2021 წელს გამოსცა, როცა  ამერიკული პანკ-როკ ბენდ X-ის სიმღერის, Nausea-ს ქავერი შეასრულა.

„ის ნამდვილი ემოციური მომღერალია, მისი ვოკალი გასაოცარია, რაც მის ნიჭიერებას ადასტურებს.” – ნათქვამია The Hollywood Reporter-ში.

მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ვაიოლეტ გროლი სადებიუტო ალბომის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.  

დეივ გროლი და მისი ოჯახი საზოგადოებრივ სივრცეში სექტემბრის შემდეგ შედარებით ნაკლებად ჩანან, მას შემდეგ, რაც დეივ გროლის უკანონოდ დაბადებული შვილის შესახებ გახდა ცნობილი. „ვაპირებ, რომ ვიყო მოსიყვარულე და მუდამ მისი მხარდამჭერი მშობელი. მე მიყვარს ჩემი მეუღლე, შვილები, და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათი ნდობა აღვადგინო და მათი პატიება დავიმსახურო”, – დაწერა დეივ გროლმა სოციალურ მედიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი