ინგლისური პოპ-დუეტის, Wham!-ის ჰიტი Last Christmas უკვე 40 წელზე მეტია, საშობაო სიმღერების კლასიკად არის აღიარებული. ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის დუეტის 1984 წლის ორიგინალი ჩანაწერი ცნობილი სწორედ მისი მრავალი ქავერის მეშვეობით გახდა, რომელიც ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შეასრულეს, როგორებიც არიან საბრინა კარპენტერი და ჩაპელ როანი, კელი კლარკსონი, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და სხვები.
„სიმღერის ამდენი ქავერის შექმნა ამ სიმღერის ბრწყინვალების დასტურია. ვიღაცამ მითხრა, რომ მისი 400-ზე მეტი ქავერი არსებობს, ამის დადასტურება არ შემიძლია, მაგრამ დიდად არც გამიკვირდება. ეს ძალიან სასიამოვნოა, ვფიქრობ ჯორჯ მაიკლი ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა, როცა გაიგებდა, რომ ამდენი თანამედროვე მუსიკოსი ასრულებს ამ საშობაო სიმღერას.”
Last Christmas საშობაო სეზონზე ბილბორდ 100-ში ჩარტის მუდმივი ბინადარია. ცოტა ხნის წინ კი სიმღერამ ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.
ენდრიუ რიჯლი პოდკასტ Pop Shop-თან საუბარში ასევე განიხილავს დუეტ Wham!-ის მუსიკალურ კატალოგს. Wham!-ის პოპულარობა მზარდია, რაც მისი ახალი თაობის თაყვანისმცემლებშიც გამოიხატება. მათი მუსიკა წლების განმავლობაში კიდევ უფრო წარმატებული გახდა. „ეს ყველაფერი Wham!-ის მუსიკის უდრეკ სილაღესა და ახალგაზრდულ ხასიათში გამოიხატება” – აღნიშნავს ენდრიუ რიჯლი.
Pop Shop-თან ინტერვიუში ენდრიუ რიჯლი ახალ დოკუმენტურ ფილმზე Wham!: Last Christmas Unwrapped-ზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც აქამდე გამოუქვეყნებელი დუეტის ვიდეო მასალა იქნება ასახული. რიჯლიმ ასევე ჯორჯ მაიკლის Last Christmas-ის ორიგინალ დემო ვერსიის ჩანაწერის გამოცემაზეც ისაუბრა.